Hardware

PC-Koubou გამოუშვებს ნოუთბუქს USB 3.0–ის მხარდაჭრით

იაპონური კომპანია PC-Koubou იწყებს პორატუტული კომპიუტერის Lesance BTO CLG702–ის გაყიდვაში გამოშვებას, როელასაც აქვს 17-დიუმიანი დისპლეი.

ნოუთბუქს აქვს, Intel Core i5-450–ის პროცესორი ტაქტური სიხშირით 2,4 მჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 285M 1 გბ მეხსიერებით. ძირათად კონფიგურაციაში შედის: 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი მოცულობით 500 გბ და მრავალფორმატიანი DVD-ჩამწერი.

ეკრანს გააჩნია Full HD–გაფართოვება 1920×1080 პიქსელი; მონიტორისთვის გათვალისწინებულია ციფრული HDMI და DVI-I ინტერფეისი.

სიახლე აღჭურვილია, ქარდრირდერით, ქსელური ადაპტერით Gigabit Ethernet, უკაბელო კავშირის Wi-Fi კონტროლერით და ასევე 2-მეგაპიქსელიანი ვებ–კამერით.

მოწყობილობას აქვს USB 3.0–ის კონტროლერი; გარდა ამისა, არის სამი სტანდარტული USB 2.0–ის პორტი.

კომპიუტერის ზომები — 412×279×39–48, წონა — 4 კგ.

მოწყობილობის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 850 დოლარად.

გამოყენებულია PC-Koubou–ის მასალები.


დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2010 ·არქივის შესახებ