კომპიუტერებით მსოფლიო მომარაგება მეოთხედით გაიზარდა

კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლში მსოფლიო ბაზარზე პერსონალური კომპიუტერების მონაცემები.
სამი თვის განმავლობაში გაიყიდა დაახლოებით 81,5 მლნ სამაგიდო კომპიუტერი, ნოუთბუქი და ნეტბუქი. ეს მონაცემები 22,4%–ით (66,7 მლნ) მეტია 2009 წლის მეორე კვარტლის რეზულტატთან შედარებით.
14,8 მლნ გაყიდული პერსონალური კომპიუტერით ლიდერობს უმსხვილეს მწარმოებლი Hewlett-Packard, რაც 12,2%–ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით. HP–ის საბაზრო წილი შეადგენს ზუსტად 18,1%.
მეორე ადგილზე გავიდა კომპანია Dell, რომელმაც მოახდინა 10,6 მლნ კომპიუტერის რეალიზება; მეორე კვარტლის მონაცემებით კომპანია აკონტროლებს ბაზრის 13,0%–ს. 10,2 მლნ PC-ით და 12,6% წილით სამეულს ხურავს Acer.
მეოთხეზეა Lenovo, რომელმაც მოახერხა 8,3 მლნ კომპიუტერის გაყიდვა, რაც შეესაბამება ბაზრის 10,2%–ს. Toshiba–მ და ASUS–მა გაიყვეს მეხუთე ადგილი: კომპანიებმა მოახდინეს 4,3 მლნ კომპიუტერის რეალიზება და დაიკავეს ბაზრის 5,3%.
ამერიკის ბაზარზე ხუთი უმსხვილესი მწარმოებელი გადანაწილებულია შემდეგნაირად: Hewlett-Packard (25,7%), Dell (24,0%), Acer (11,0%), Apple (8,8%) და Toshiba (8,5%).
წყარო IDC.
