Pink Floyd-ის მენეჯერი ფაილების გაცვლის მომხრეა

ჯგუფი Pink floyd და სიდ ბარერი. პიტერ ჯენერი დაკავდა მათი მენეჯერობით 1966 წელს,როდესაც ისინი ჯერ არ იყვნენ ცნობილები.
Pink Floyd-ის და სხვა მრავალი როკ ჯგუფის მენეჯერი პიტერ ჯენერი(peter Jenner) სიტყვით გამოვიდა peer- ქსელების დასაცავად (peer-to-peer Network ეს არის კომპიუტერული ქსელი რომელიც დაფუძნებულია მონაწილეების თანაბარუფლებიანობაზე).
"მცდელობა იმისა რომ ადამიანებს კოპრება აუკრძალოთ, ეს დროის უქმად კარგვაა, — განაცხადა მან Westminster eForum-ის კონფერენციაზე. — უფრო მეტიც, ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ. ეს ძალიან გავს ამერიკის "მშრალ კანონს" 1930-იან წლებში".
მუსიკალური ინდუსტრიის 66 წლის ვეტერანი თვლის, რომ უფლებების მფლობელი კარგავს კონტროლს თავის პროდუქციაზე, ეს ჯერ არ არის მთელი უბედურება. უფრო მნიშვნელოვანია შემქნელსა და პუბლიკას შორის ურთიერთობების აღდგენა, რომლებიც ამ ბოლო დროს ძალიან "გაფუჭდნენ" ხარბი საქმეებისგან.
ჯენერმა ხაძი გაუსვა იმას, რომ როცა საქმე ეხება ციფრულ კონტენტს უადგილოა სიტყვა "მომხმარებლის" ხმარება: " ჩვენ არ ვართ ფაილების მომხმარებლები, ამიტომ არ შეიძლება არსებობდეს თუნდა არანაირი საზღვრები ფაილების კოპირებისას. ყოველ ჯერზე როცა ფაილს უგზავნით ვინმეს, თქვენ ამით დისტრიბუციას ზრდით".
მისი აზრით, საუკეთესო ბიზნეს-მოდელი, სადაც ადამიანს უნდა უწევდეს კონტენტისთვის გადახდა ეს არის RapidShare. "იმის მაგივრად, რომ ებძოლოთ და სასამართლოებში ურჩიოთ საქმე ე.წ პირატებს, ჯობია ითანამშრომლოთ მათთან" — თქვა პიტერ ჯენერმა.
წყარო: CNET News
