The University of Nottingham (დიდი ბრიტანეთი)-ის თანამშრომლებმა ბავშვებში და მოზარდებში აღმოაცინეს ტვინის აქტივობის სპეციფიური მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მომავალში გონებრივი დარღვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, კონკრეტულად შიზოფრენიის.   მომავალში ეს ნიშნები გახდება პაციენტების გამოვლენის საფუძველი, რომლებიც მიდრეკილები არიან ამ დაავადებისკენ, თან მანამ სანამ დაავადების პირველი სიმპტომები გამოუვლინდებათ.

გამოკვლევებისას ბრიტანელი სპეციალისტები იკვლევდნენ ფიზიკურად ჯანმრთელ, შიზოფრენიის განვითარებისკენ მიდრეკილ და ძმებს. ამ ადამიანებს დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით ოდნავ მაღალი დაავადების განვითარების რისკი ჰქონდათ. ცდების ობიექტებს შესთავაზეს რომ ეთამაშათ გარკვეული კომპიუტერული თამაში, რომელშიც მოეთხოვებოდათ სწრაფი რეაქცია: მათ უნდა მოეკლათ გარკვეული სახის უცხოპლანეტელები. “არასწორი” ტიპის უცხოპლანეტელის გამოჩენისას მათ თავი უნდა შეეკავებინათ ყველანაირი მოქმედებისაგან. ამ დავალების შესრულებისას მკვლევარები ახდენდნენ მონაწილეების ტვინის სკანირებას.

როგორც სკანირების შედეგებში გამოჩნდა, შიზოფრენიით დაავადებული ნათესავების ტვინი ხდებოდა ნაკლებად აქტიური იმ მომენტში როდესაც, მოეთხოვებოდათ გამღიზიანებლებზე ყურადღების გამახვილება და იმ დროს როდესაც თავი უნდა შეეკავებინათ უცხოპლანეტელის მოკვლისგან. მეცნიერების აზრით, ტვინის აქტივობის ძნელად შემჩნევადობა დაავადების განვითარების რისკ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.

შიზოფრენია — ეს არის პოლიმორფული ფსიქიკური დარღვევა (ან ფსიქიკურ დარღვევათა ჯგუფი), რომლისთვისაც დამახასიატებელია რეალობის დამახინჯებული აღქმა. დაავადებისას ვლინდება სმენითი ჰალუცინაციები, ფანტასტიური ან პარანოიდული ბოდვები ან მეტყველების აპარატის მოშლა, ასევე;შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მეორე ჩატარებული სამუშაოებისას სპეციალისტებმა ADHD (ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიულობა)-ის მქონე ბავშვების ტვინის აქტივობა, რომელიც იგივე მეთოდით შეამოწმეს. ექსპერიმენტები ჩატარდა იმის წინ და შემდეგ რაც ბავშვებმა მიიღეს მეთილფენიდატი. მეცნიერები ასევე იყენებდნენ დასჯა, წახალისების მეთოდს. როგორც აღმოჩნდა ბავშვებმა რომლებმაც დალიეს რიტალინი, და იმათმა რომლებიც წაახალისეს, აჩვენეს უფრო კარგი შედეგი იმ ბავშვებზე რომლებსაც არც წამალი დაულევიათ და არც წაუხალისებიათ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ დასკვნებმა შეიძლება ექიმებს ADHD ბავშვების მკურნალობის ახალი მეთოდი უკარნახოს, რომელიც ერთმანეთში მოიცავს სამედიცინო პრეპარატებს და ქცევით სტრატეგიებს.

გამოყენებულია Reuter-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.