ბრიტანული უპილოტო პლანერი Zephyr ისტორიაში შევიდა. თვითმფრინავმა მზის ელემენტებზე, პირველად ისტორიაში, ჰაერში იფრინა ორი კვირის განმავლობაში, ამერიკული სამხედრო ბაზის იუმას თავზე, არიზონას შტატში!
კომპანია QinetiQ, რომელმაც შეიმუშავა Zephyr-ი, განაცხადა, რომ მას მეტი დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მრავალწლიანი მუშაობა, რომელსაც დასჭირდა უამრავი მეცნიერის და ინჟინერის ნიჭის გამოყენება, დასრულდა სრული ტრიუმფით.
დაშვება შედგა 23 ივლისს (7:04 ადგილობრივი დროით), ხოლო ფრენა განხორციელდა 9 ივლისს (6:40 ადგილობრივად). სულ იფრინა 336 საათი და 24 წუთი. წინა რეკორდი ეკუთვნოდა სხვა “წონითი კატეგორიის” უპილოტოს-RQ-4A Global Hawk. იგი ეკუთვნოდა კომპანია Northrop Grumman-ს. მისი ფრენა გაგრძელდა 30 საათი და 24 წუთი (2001 წელი).
ორსაჰაეროხრახნიანი Zephyr-ი დროის უმეტესი ნაწილი იმყოფებოდა 18 000 მეტრის სიმაღლეზე.
თვითმფრინავი უკვე აღარ ითვლება ექსპერიმენტალურ აპარატად, იგი უკვე მზადაა დადგენილი ექსპლუატაციისთვის. შეძენის მსურველი ბევრია: სამხედროებს უნდოდათ მისი გამოყენება დაზვერვასა და კავშირისთვის, მოქალაქეებს და მეცნიერებს – დედამიწაზე დაკვირვებისთვის. Zephyr-ი შეავსებს ნიშას ორბიტალურ ზონდებს შორის, რომლებიც მოძრაობენ ძალიან შორს და სწრაფად.
ეს არის ალტერნატიული ავიაციის რიგით მეორე წარმატება. შვეიცარელი ანდრე ბორშბერგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ანხორციელებდა თვითმფრინავის პილოტრიებას მზის პანელებზე მთელი ღამის განმავლობაში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=CT-DYeEP8dg
გამოყენებულია BBC-ის მასალები

