Appleბიზნესი

Apple-მა დაკარგა iPhone-ისა და iPod-ის მწარმოებელი


მარკ პეიპერმასტერი.


კომპანია Apple-მა დაკარგა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Devices Hardware Engineering მიმართულების ხელმძღვანელი მარკ პეიპერმასტერი (Mark Papermaster), იუწყება გაზეთი «ნიუ-იორკ თაიმსი».

პეიპერმასტერი Apple-ში გადავიდა 2008 წელს IBM-დან. ახალ თანამდებობაზე ის ხელმძღვანელობდა iPhone-სა და iPod-ის წარმოებას.

დამკვირვებლების თქმით პეიპერმასტერის წასვლის მიზეზი იყო iPhone 4-ის მიღების პრობლემა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კომენტარს თავს არიდებს. Apple-ის სპიკერმა სტივ დაულინგმა (Steve Dowling) დაადასტურა მარკ პიეპერმასტერის გაგდება კომპანიიდან და დასძინა, რომ მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და Mac Hardware Engineering მიმართულების ხელმძღვანელს ბობ მენსფილდს (Bob Mansfield).

სხვათა შორის კონფერენციას, რომელზეც მიეძღვნა «საფარის დარიგებას», პეიპერმასტერო არ ესწრებოდა.

წყარო New York Times.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2010 ·არქივის შესახებ