ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft-მა კიოლნის გამოფენა Gamescom 2010-ზე წარმოადგინა თამაშ Heroes of Might & Magic-ის მეექვსე ნაწილი.

ეს თამაში არის ცნობილი სტრატეგიის (რპგ ელემენტებით) გაგრძელება, ჯერ-ჯერობით თამაში წარმოდგენილია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისთვის. თამაშის შექმნაზე მუშაობს სტუდია Black Hole რომელიც ბუდაპეშტში მდებარეობს. ამ სტუდიის კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია 2006 წელს გამოშვებული თამაში Warhammer: Mark of Chaos.

“თქვენ გელოდებათ გმირებთან შეხვედრა, რომლებიც ჩართულები არიან საშიშ და ეპიკურ ისტორიაში ანგელოზებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს დაუმთავრებელი ბრძოლის განახლება!”.

თამაშის რელიზი დაგეგმილია 2011 წელს.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=mweCHZ_mf-o

წყარო:VG247.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.