მეცნიერთა საერთაშორის ჯგუფმა წარმოადგინა CENSUS OF MARINE LIFE-ის (ზღვის ცხოვრების აღწერა) წინასწარი რეზულტატები — მაშტაბური ათწლიანო პროექტი, რომლის ფარგლებში, არქტიკიდან ანტრაქტიდამდე, დაითვლება და აღიწერება 25 ბიოლოგიური რეგიონი.

გაირკვა, რომა ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა ავსტრალიის, ჩინეთისა და იაპონიის სანაპირო წყლები, ასევე ხმელთაშუა ზღვა და მექსიკის ყურე. სულ აღწერილი იქნება 230 ათასი ზღვის “მცხოვრები”, თუმცა პროექტის დამთავრების შემდეგაც არ იქნება მთლიანად გამოკვლეული წყალქვეშა არსებების დიდი ნაწილი.

უკეანეში ყველაზე გავრცელებული ცხოვრების ფორმა აღმოჩნდა კიბოსნაირები (სულ სახეობათა 19%); შემდეგ მოდის მოლუსკები (17%); მესამეზეა თევზები (ძვიგენის ჩათვლით) (12%); 10% მოდის პროტოზოაზე (ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები); 7%-ით მეხუთეზეა რგოლოვანი ჭიები; ზღვის ფრინტები, მარჯნები და მედუზები — 5%, ბრტყელი ჭიები — 3%, კანეკლიანები (ზღვის ვარსკვლავები, იფიურები, ზღვის ძღარბები, ჰოლოთურიები) — 3%, ღრუბლები — 3%, ხავსიანი ცხოველები — 2%, გარსიანები — 1%.

პროექტის ფარგლებში მუშაობს 400 მეცნიერი 80 ქვეყნიდან. კვლევის საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება, მიმდინარე წლის, 4 ოქტომბერს.

წინასწარი შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Public Library of Science ONE.

წყარო Daily Mail და Guardian.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.