Hardware

Griffin PartyDock-ის საშუალებით iPhone-ზე ოთხი გეიმერი ერთად შეძლებს თამაშს

კომუნიკაციებში ფედერალური კომისიის საიტზე (Federal Communications Comission) გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო გაჯეტი. iPhone არასდროს არ ყოფილა გათვლილი როგორც სათამაშო პლატფორმა, რომელზეც შეიძლება კომფორტულად რამდენიმე ადამიანმა ითამაშოს. მაგრამ, როგორც ჩანს Griffin-ის წარმომადგენლები სულ სხვანაირად ფიქრობენ.

აქსესუარი PartyDock იძლევა iPhone-ზე ერთდროეულად ოთხი ადამიანის თამაშის საშუალებას. მოწყობილობის კომპლექტში შედის: ოთხი უსადენო კონტროლერი, რომელიც იძლევა საშუალებას ისეთი თამაშების თამაშის, როგორიცაა Midway Motors, Fishing Frenzy და Flippin' Frogs. მომავალში შემქმნელები აპირებენ თამაშების გამოშვებას სპეციალურად PartyDock-ისთვის.

ასევე შესაძლებელია PartyDock-ის მიერთება რაიმე გარე გამოსახულების წყაროსთან კომპონენტური ან კომპოზიტური კაბელების მეშვეობით. ამ საინტერესო გაჯეტს დღეს-დღეობით აქვს iPhone და iPad-ის მხარდაჭერა. სამწუხაროდ მისი ფასი და გაყიდვაში გამოჩენის ზუსტი თარიღი უცნობია.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2010 ·არქივის შესახებ