შუთერი Halo: Reach გამოვა ჩვეულებრივი გრაფიკული ძრავით, არავითარი 3D-გამოსახულება მასში არ იქნება, იუწყება სტუდია Bungie.
განცხადება გაკეთდა კიოლნში ჩატარებულ ჩვენებასთან დაკავშირებით, სადაც კომპანია Toshiba-მ წარმოადგინა ახალი მოდელის ტელევიზორები, 3D-გამოსახულების მხარდაჭერით. ახალ ტელევიზორებში ტრიალებდა ვიდეო რგოლი წარწერით «ისიამოვნეთ Reach-ით 3D-ში».
«ჩვენტვის ეს სიახლე იყო დიდი სიურპრიზი, — აცხადებენ Bungie-ში. — რაც თქვენ ნახეთ იყო მხოლოდ ტექნიკის დემონსტრირება და სხვა არაფერი, რომელიც მოამზადა კომპანია Toshiba-მ».
Halo: Reach — ეს არის ამბავი ომზე კაცობრიობასა და უცხოპლანეტელების თანამეგობრობას შორის. მოთამაშეს აგზავნიან ერთ-ერთ ბოლო საზღვარზე, რომელიც ძალიან კარგად არის დაცული. «კოსმოსური მოგზაურობა» დაგეგმილია 14 სექტემბერს. «გამგზავრება» შეეძლებათ მხოლოდ Xbox 360-ის მფლობელებს. გამომცემელი — Microsoft Game Studios.
კოსმოსური ომი თამაშიდან Halo: Reach:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=pPmkxo-cc4I
წყარო Eurogamer.

