ყოველდღიურად ქარიშხალს მილიარდობით ზარალი მოაქვს სხვადასხვა ქვეყნებისათვის მთელს მსოფლიოში. ამ ბუნებრივი მოვლენის დეტალურად შესწავლის და მისი “ქცევის” წინასწარმეტყველებისთვის მეცნიერებმა NASA-დან შექმნეს პროექტი GRIP (Genesis and Rapid Intensification Processes). ექვსი კვირის განმავლობაში მეცნიერები დააკვირდებიან ქარიშხლის ფორმირების პროცესს, მის წარმოქმნაზე მოქმედ პაქტორებს. პროექტში ჩართული იქნება მოდიფიცირებული თვითმფრინავები (ავიალაინერი DC-8 და ბომბდამშენი WB-57) და ასევე უპილოტო თვითმფრინავი Global Hawk მთელი რიგი საზომი ხელსაწყოებით.
მეტეოექსპერტ რამეშ კაკარის (Ramesh Kakar) თქმით, პროგრამა GRIP-ის მიზანია ქარიშხალზე არსებული ცოდნის გაღრმავება, იმ ფიზიკური მოვლენების შესწავლა რომელიც ამ ბუნებრივი მოვლენის წარმოქმნისას შიმჩნევა. ამის გარდა, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მისიის შედეგების წყალობით მეტეოროლოგებს შეეძლებათ სამგანზომილებიანი მოდელის შქმნა და ქარიშხლის მოქმედების დიდი სიზუსტით განსაზღვრა.
ინსტრუმენტები რომლებიც Global Hawk-ზეა დამონტაჟებული ქარიშხლის “შიგნიდან” შესასწავლადაა განკუთვნილი. მიკროტალღები რადიომეტრი და რადიოზონდი.
WB-57 აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური რადარით ქარის ქცევის შსასწავლად. სისტემა ასკანირებს მთლიან გარემოს მიწიდან თვითმფრინავამდე (სიმაღლე 18კმ). მიღებული მონაცემები ექსპერტებს მისცემთ ქარის სისწრაფის განსაწღვრის საშუალებას ქარიშხლის რეგიონში.
რამეშ კაკარი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ 6 კვირის განმავლობაში ანტარკტიდაზე სიწყნარე იქნება, GRIP უშედეგოდ და ძალიან საჭირო მონაცემების გარეშე არ დარჩება. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მიზეზით წარმოიქმნება ქარიშხალი და ასევე რა შემთხვევაში ვერ წარმოიქმნება ის.









