კომპანია Fiat-ის ბრაზილიის ფილიალმა გაავრცელა ინფორმაცია პირველი მანქანის შესახებ, რომლის კონცეპტიც შემუშავდა “ქრაუდსორსინგის” მეშვეობით.

Fiat Mio წარმოდგენილი იქნება ოქტომბერში ავტომობილების საერთაშორისო გამოფენაზე სან-პაულოში.

ავტომობილის 3D მოდელში ჩანს რომ ის არის პატარა ორადგილიანი, ქალაქის ავტომობილი მომხიბვლელი ფორმებით და ერთი დიდი საქარე მინით.

ინტერნეტ მომხმარებლებს თხოვეს გამოეგზავნათ დიზაინერული იდეები ერთი წლის წინ. მას შემდეგ პროექტის საიტზე დარეგისტრირდა 17 ათასი ადამიანი და შემოვიდა 11 ათასი შემოთავაზება, მათ შორის — ბორბლები, რომლებიც 90 გრადუსით ტრიალებს, რიგში უფრო გაადვილებულად პარკირებისთვის; კამერები უკანა ხედვის სარკეების მაგივრად; მანქანებს შორის კავშირის საშუალებები, იმისათვის რომ ავტომატურად აიცილონ თავიდან შეჯახება და ა.შ.

ინოვაცია ერთგვარი რევოლუცია იქნება ავტომობილთმშენებლობაში. მანქანა გამოვა Creative Commons-ის ლიცენზიით, რომლის თანახმადაც პროექტის მონაწილეებს აქვთ ყველა უფლება თავის იდეაზე, მაგრამ არა მთელს გამოშვებაზე რა თქმა უნდა, შესაბამისად იდეის ავტორებს შეუძლიათ მისი გადაკეთება.

Fiat Brazil-მა ქსელში განათავსა რამდენიმე საინტერესო ვიდეორგოლი, რომლეშიც აღწერილია მანქანის შექმნის პროცესი. აი ერთ-ერთი მათგანი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=B7Dph8RPTdo

მანქანის შექმნა ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა. ბევრი ელემენტი ჯერ კიდევ განხილვის საგანია: მაგალითად, რომელი ტიპის ელექტროძრავი დააყენონ, რომელი ინფორმაციულ-გასართობისისტემები დააყენონ, რა გაჯეტები დაამონტაჟონ. მაგრამ მანქანისთვის უკვე განსაზღვრულია მასალა რითიც მას დაამზადებენ, ასევე კარების გაღების მიმართულება. ამ საკითხებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს საიტზე.

წყარო: Wired.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.