π-ის მონუმენტი სიეტლის (აშშ) ხელოვნების მუზეუმის წინ.
შეერთებული შტატების და იაპონიის მეცნიერებმა დაამყარეს ახალი რეკორდი რიცხვ π-ის გამოთვლაში.
π — მათემატიკური კონსტანტა, გამოსახავს წრეწირის სიგრძის თანაფარდობას მის დიამეტრთან. ეს არის ირაციონალური რიცხვი, რომელიც უსასრულოდ გრძლედება.
დღემდე კონსტანტის ყველაზე ზუსი მაჩვენებელი იყო 2,7 ტრილიონი ნიშანი მძიმის შემდეგ. ეს მაჩვენებელი, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, დაითვალა ფიზიკოსმა ფაბრის ბელარდმა (Fabrice Bellard).
ახალი რეკორდი ბევრად აღემატება ბელარდის მიერ დათვლილ მაჩვენებელს: ამერიკელმა სტუდენტმა ალექსანდრე იი-მ (Alexander Yee) და იაპონელმა მეცნიერმა შიგერუ კონდომ (Shigeru Kondo) გამოთვალეს π სიზუსტით მძიმის შემდეგ ხუთი ტრილიონი ნიშანი.
გამოსათვლელად გამოიყენეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერი Windows Server 2008 R2-ის მართვის ქვეშ. მოწყობილობა აღჭურვილი იყო Intel-ის მიკროპროცესორით და ორი ათეული გარე მყარი დისკით. შედეგის მისაღებად დაიხარჯა 90 დღე.
თუმცა ინჟინრები და მათემატიკოსები იშვიათად ხმარობენ რიცხვ π-ის, რომლის მძიმის შემდეგ მაჩვენებელი აჭარბებს ათასს ნიშანს.
წყარო ფრანც პრესი.


არაპრაქტიკულია, ზატო რეკორდია. 🙂 🙂
დღეს კი არის არაპრაქტიკული, მაგრამ მომავალი წინაა 🙂