კომპანია Samsung-მა გამოაქვეყნა კვარტალური ფინანსური მოგება: აპრილიდან ივნისამდე, სამხრეთკორეულმა კორპორაციამ მიიღო 37,9 ტრლნ ვონის შემოსავალი (დაახლოებით $31,7 მლრდ).
გასული წლის ანალოგიური კვარტლის მოგება შეადგენდა 32,5 ტრლნ ვონს, რაც გაიზარდა 17%-ით.
კომპანიის სუფთა მოგებამ მიაღწია 4,3 ტრლნ ვონს ($3,6 მლრდ). გარდა ამისა «სამსუნგმა» მოხსნა წინა რეკორდი, რომელიც შეადგენდა 4 ტრლნ ვონს.
კომპანიაში აღნიშნავენ მობილური ტელეფინებისა და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორების გაყიდვების ზრდას. მიმდინარე წელს მობილური აპარატების გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა 22%-ით — 63,8 მლნ ერთეულამდე, ხოლო ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი გაიყიდა 9 მლნ ერთეული — გაზრდილია 43%-ით.
დღეს Samsung-ში მუშაობს დაახლოებით 188 ათასი ადამიანი 65 ქვეყნიდან.
წყარო Associated Press.

