Samsung Galaxy Tab–ის ანონსამდე დარჩენილია თვეზე ნაკლები

ინტერნეტ–წყაროებზე დაყრდნობით, შემდეგი თვის დასაწყისიდან Samsung წარმოადგენს პლანშეტურ კომპიუტერს Galaxy Tab.
დღიესთვის ცნობილია, რომ მოწყობილობა აღჭურვილია 1,2-მეგაჰერციანი ARM Cortex-A8 პროცესორით. ეკრანი შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით, მისი გარჩევადობა ჯერჯერობით უცნობია. მინიმალური კონფიგურაციის შემთხვევაში გაჯეტს ექნება 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, ხოლო მაქსიმალური — 48 გბ. გარდა ამისა, Galaxy Tab–ს აქვს microSDHC–ის ფორმატის ბარათის სლოტი 32 გბ, Wi-Fi ადაპტერი, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, 3G მოდული მობილური ქსელებისთვის და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 4 400 მა/სთ.
პროგრამულ პალტფორმად, არჩეულია Google Android–ის ოპერაციული სისტემა, საფირმო ინტერფეისით TouchWIZ.
Galaxy Tab–ის წონა მიახლოვებით — 370 გრ.
Galaxy Tab–ის პრზენტაცია შედგება IFA 2010–ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება გერმანიაში 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრადმე.
მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა მეოთხე კვარტალიდან; მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს რეალიზებული იქნება დაახლოვებით 7,6 მლნ პლანშეტური კომპიუტერი.
გამოყენებულია TechConnect Magazine–ის მასალები.
