თუ მარსზე არსებობს (ან არსებობდა) სიცოცხლე, მისი ნიშნები ჩრდილოეთ დაბლობზე უნდა ვეძებოთ Acidalia Planitia.
მარსის ეს ნაწილი დაფარულია გეოლოგიური სტრუქტურებით, რომელშიც ზოგიერთი მეცნიერი ტალახის ვულკანებს ხედავს, რომლიდანაც მიწისქვეშა ტალახის ნალექი იფრქვევა. ისინი შესაძლებელია შეიცავდნენ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც დაამტკიცებს იქ სიცოცხლის არსებობას წარსულში ან აწმყოში.
“თუ მარსზე არსებობდა სიცოცხლე, ის სავარაუდოდ იქ განვითარდებოდა, სადაც ბევრი სითხეა, — ამბობს დოროთი ოლერი ჯონსონის სახელობის ნასას ასტრომატერიალების და სამეცნიერო კვლევთი ცენტრიდან. — ტალახის ვულკანები წიაღისეულის მაჩვენებელია, რომელიც მდიდარია სითხით. მათ ამოაქვთ ზედაპირზე ის ნივთიერებები, რომელიც დალექილია ქვევით და რომელსაც ჩვენ ვერ მივჭვდებით”.
ახალი კვლევისას დოროთი ოლერმა და კარლტონ ალენმა პირველად დაიტანეს რუკაზე 18 ათასზე მეტი ობიექტი, რომელიც მრგვალ ბორცვს გავს. მათი შეფასებით, ამ რეგიონში შეიძლება აღმოაჩინონ 40 ათასზე მეტი ტალახის ვულკანი.
რუკა შედგენილია, ზონდ Mars Reconnaissance Orbiter-იდან მიღებული გამოსახულებებით და იმ მონაცემებით, რომელიც მათ ზონდზე დამონტაჟებული სპექტომეტრი CRISM-იდან მიიღეს.შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა შეძლეს გამოერიცხათ იმის შესაძლებლობა, რომ ბორცვები რაიმე სხვა პროცესებით წარმოიქმნა.
მეცნიერებმა ბორცვები პირველად შეამჩნიეს 1970 წელს აპარატი “ვიკინგის” მეშვეობით. ის აზრი, რომ ეს შესაძლოა ტალახის ვულკანები იყოს პირველად კანეტ ტანაკამ განაცხადა, ამერიკის ასტროგეოლოგიური კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა კანეტ ტანაკამ. ის ამბობს იმასაც, რომ ამ მიდამოებში სიცოცხლის ნიშნების ძებნა მასაც მოსვლია თავში.
Acidalia Planitia- Mars Reconnaissance Orbiter-დან:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=CM-01GdU6N0


