Hardware

Acer მუშაობს ნოუთბუქზე ორი 15 დიუმიანი თაჩსქრინით

ტაივანური კომპანია Acer ემზადება პორტატული კომპიუტერის გამოსაშვებად ორი 15-დიუმიანი სენსორული ეკრანით, იუწყება Tech Review Source.

ამ მოწყობილობას არ გააჩნია აპარატული კლავიატურა: მის ადგილს იკავებს დამატებილი დისპლეი (რომელზეც გამოისახება ვირტუალური კლავიატურა). ორივე მატრიცას აქვს Multitouch მხარდაჭერა.

ქსელის წყაროების ცნობით, Acer-ის უჩვეულო ლეპტოპი "საკმაოდ ნელა და არასტაბილურად" მუშაობს. რაც არ არის გასაკვირი, რადგან მოდელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. როგორც ამბობენ მოწყობილობის გაყიდვა დაიწყება ერთ წელიწადში — 2011 წლის შემოდგომაზე.

ნოუთბუქს აქვს 2,67 მეგაჰერციალი Intel Core i5 პროცესორი, და მუშაობს  Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე.

წყარო: Tech Review Source და Engadget.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2010 ·არქივის შესახებ