კომპანია Samsung-მა განაცხადა ახალი ორბირთვიანი პროცესორის შექმნის შესახებ, რომლის კოდური დასახელებაცაა Orion. ეს ჩიპი ბაზირებულია ARM Cortex A9 პროცესორზე. ჩიპი 1 გიგაჰერც სიხშირეზე იმუშავებს და მობილური ტელეფონების, ნეტბუქების და პლანშეტების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს წარმატებით შეათავსონ მაღალი წარმადობა და დაბალი ენერგომოხმარება.

Orion – შექმნილია 45–ნანომეტრიანი ლოგიკური პროცესით, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ენერგომოხმარებას. ჩიპის საფუძველია Cortex A9-ის ორი ბირთვი თითოეული 1 გიგაჰერცი სიხშირით, 32+32 კილობაიტი კეშით და ინსტრუქციებით, ასევე არის 1 მეგაბაიტი მეორე დონის კეში. ჯამში ეს ყველაფერი იძლევა მრავალამოცანიანობისა და HD-ვიდეოს გაშვების საშუალებას, ვიდეო რგოლების 30 კადრი/წამში სიხშირით ჩაწერას ასევე HD ხარისხში და რა თქმა უნდა 3D თამაშებისთვის საჭირო პოტენციალს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Orion-ს ექნება დისფლეი კონტროლერის არქიტექტურის მხარდაჭერაც, რომელსაც ერთდროულად სამ მონიტორთან ექნება კონტაქტი: ორი თვითონ მოწყობილობაზე და ერთი გარე – HDMI 1.3a ინტერფეისის გავლით.

აღნიშნული ჩიპის მასიური წარმოება დაგეგმილია 2011 წლის პირველ კვარტალში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.