ამეიკის სტანდარტების და ტექნოლოგიის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIST) ჩაატარა ორი ექსპერიმენტი ფარდობითობის საერთო თეორიის ეფექტების პრაქტიკული დადასტურებისთვის – რელატივისტური და დროის გრავიტაციული შენელების.

ექსპერიმენტის მთავარი ინსტrუმენტი გახდა ცოტა ხნის წინ ინსტიტუტში შექმნილი ექსპერიმენტალური ატომის საათი რომლის საფუძველიც ალუმინის იონის რხევაა. ალუმინის იონი მოძრაობს (ირყევა) “მექანიზმში”, ერთი ენერგეტიკული დონიდან გადაის მეორეზე, სიხშირით მილიონი მილიარდჯერ წამში. ასეთი საათის სიზუსტეა ( 1წამი 3,7მლრდ წელიწადში) ეს მაჩვენებელი ძალიან ბევრჯერ აღემატება  დღევანდელ დროის სიზუსტის ეტალონს. მკვლევარებმა შეუერთეს ორი იდენტური მოწყობილობა ალუმინს 75-მეტრიანი ოპტიკური კაბელით და შემდეგ შეძლეს საათის დროის ჩამორჩენის ეფექტის დაკვირვება. ეს გამოწვეულია გრავიტაციის ზემოქმედების შემცირებით დედამიზის მასების ცენტრიდან დაშორებასთან უკუპროპორციულად ( ანუ რამდენადაც იზრდება დაშორება ცენტრიდან იმდენად მცირდება გრავიტაციის ზემოქმედება). ექსპერიმენტების მეორე სერიამ დაამტკიცა “მოძრავი” საათის ჩამორჩენა. ეკსპერიმენტატორები ატრიალებდნენ იონების ბუდეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მეტრი წამში სიჩქარით, რაც საკმარისი აღმოჩნდა რელატივისტური დროის შენელების ფიქსაციისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ და სხვა ეფექტების ექსპერიმენტალური დადასტურება უკვე დიდი ხანია მიღებულია. მაგრამ ამისთვის გამოიყენებოდა საათის შედარება კოსმიურ აპარატისაზე, ან ნაწილაკების ძლიერი ამაჩქარებელი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შემდგომმა სამუშაოებმა შესაძლებელია “ალუმინის” საათების სიზუსტე კიდევ მაჩვენებლით გაზარდოს და თვითონ კი დროის ეტალონები გახდებიან. ამის გარდა, რელატივისტური ეფექტების გამოყენება შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიებშიც, მაგალითად: უზუსტესი ნავიგაცია ან სხვადასხვა სახის სენსორები ბუნებრივი რესურსების მონიტორინგისათვის და მიწის ფუნდამენტალური გამოკვლევისათვის.

3 Responses

  1. I have read your article, and I think it is great, thanks for your sharing.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.