წინა კვირის ბოლოს NASA-ის აპარატი Deep Impact 60 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა  კომეტა 103P/ჰარტლს და გადაიღო პირველი სურათი დაგეგმილი 64000-იდან.

” მიახლოება გაგრძელდება და დაახლოებით ორი თვის შემდეგ — ცხრა ნოემბერს — Deep Impact გადაიღებს კომეტის ბირთვს მთლიანად, — ყვება რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის წარმომადგენელი ტიმ ლარსონი (Tim Larson). — მაგრამ მეცნიერებისთვის ასევე საინტერესოა ფოტოები რომელიც გაკეთებილია 103P/ჰარტლისთან მიახლოებისას, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ ადრე”. უახლოესი 79 დღე აპარატი მუდმივად დააკვირდება კომეტას; სპეციალისტებმა მხოლოდ ექვსი დღე გამოყვეს დასვენების, ტრაექტორიის კორექტირებისა და მოწყობილობების შესამოწმებლად.

ხუთ სექტემბერს როდესაც Deep Impact-მა გადმოსცა 103P/ჰარტლის გამოსახულება, კომეტა იმყოფებოდა მზიდან 191მლნ კილომეტრში. გადაღება მიმდინარეობდა კამერა Medium Resolution Imager-ით; ამის გარდა ბორტზე არის მაღალი გაფართოების კამერა High Resolution Imager და ულტრაიისფერი სპექტომეტრი.

აღსანიშნავია ასევე, რომ Deep Impact-ის პირველი დანიშნულება, ანუ კომეტა ტემპელ1-ის შესწავლა ჯერ კიდევ 2005 წელს დასრულდა. ძირითადი აპარატიდან გამოყოფილი ზონდი შეეჯახა კომეტას, რამაც ნივთიერების გადმოფრქვევა გამოიწვია, რომლის შემადგენლობაც დეტალურად გაანალიზირდა.

ზონდის კომეტა ტემპელ1-თან შეჯახება:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=tXEMH4DbTLM

აპარატ Deep Impact-ის გაშვება – 2005 წლის 12 იანვარი:


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.