- მოგესალმებით ძვირფასო hi-tech.ge-ს მკითხველებო და გილოცავთ შემოდგომის დადგომას !
როგორც იქნა დასრულდა ცხელი ზაფხული და შვებულებაში გატარებული შესანიშნავი დროც 🙂
თუმცა ყველაფერი წინაა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში ძალიან უხვი და ბარაქიანი შემოდგომა გველოდება.
ამ მოკლე შესავლის შემდეგ მინდა გახაროთ რომ Apple-მა შეპირებული შემოდგომის “ღონისძიება” უკვე მოაწყო სექტემბრის პირველში, სადაც წარმოადგინა ახალი პროდუქტები და ძველი პროდუქტების განახლება !
როგორც ყოველთვის ამ სპეციალურ ღონისძიებას კომპანიის CEO სტივ ჯობსი უძღვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოვლენას სტივის მეგობარი და Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკიც ესწრებოდა.
პრეზენტაცია ახალი მაღაზიების წარდგენით დაიწყო და სტივ ჯობსმა სამი ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ ამცნო პუბლიკას.









როგორც სტივ ჯობსმა თქვა – კომპანიას აქვს 300 მაღაზია მსოფლიოს 10 ქვეყანაში (ა.შ.შ. კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, იაპონია, ავსტრალია და ჩინეთი) და ამ მაღაზიებში კვირის ზოგიერთ დღეს მილიონამდე ვიზიტორი დადის.
ჯობსმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებზეც რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:
- დღეისათვის გაყიდული iOS მოწყობილობების სრული რაოდენობა 120 მილიონს შეადგენს
- ყოველ დღე აქტიურდება 230 000 ახალი iOS მოწყობილობა
- ჩამოტვირთულია 6.5 მილიარდი პროგრამა AppStore-დან. 200 პროგრამა წამში !
- რეგისტრირებულია სულ 250 000 პროგრამა, მათ შორის 25,000 პროგრამა iPad-ის თვის.

წარმოდგენილი იქნა ახალი განახლება iOS ოპერაციული სისტემისათვის, რომელშიც განხორციელებულ იქნა შემდეგი ცვლილებები:
- შეცდომების გასწორება:
პროქსიმიტი სენსორი, Bluetooth, iPhone 3G-ის დაბალი წარმადობის პრობლემა - High Dynamic Range ფოტოები (მაღალი დინამიური დიაპაზონის ფოტოების გადაღება)
- სატელევიზიო შოუების შეძენა
- თამაშების ცენტრი
განახლება ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის შუა რიცხვებიდან.
როგორც იქნა ანონსირებულ იქნა iOS 4.2 განახლება, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ iPad-ზე !
- ყველაფერი რაც iPhone-ში აქვს iOS 4.1 – iOS 4.2-ში უკვე iPad-ზე იქნება
- უკაბელო ბეჭდვა პრინტერზე
- AirPlay (აუდიო, ვიდეო და ფოტოების გადაცემა WiFi-ს საშუალებით)
ახლა კი გადავინაცვლოთ iPod-ის სამყაროში
როგორც სტივ ჯობსმა განაცხადა დღეისათვის გაყიდულია 275 მილიონი აიპოდი!
![]()
წინა ვერსიისგან განსხვავებით ჯობსმა გადაწყვიტა რომ დაებრუნებინა მოწყობილობისათვის ღილაკები, რადგან მხოლოდ ყურსასმენებზე განთავსებული პულტიდან და ხმოვანი ბრძანებებით მოწყობილობის მართვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის.

- მცირე ზომა და ტანსაცმელზე მიმაგრების საშუალება
- ადვილად მოსახმარი გახდა ღილაკების დამატებით
- Genius მიქსები
- VoiveOver (ხმოვანი მართვა)
- 15 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში
- 2 გიგაბაიტი მეხსიერება
ფასი ა.შ.შ-ში: 49$
![]()
ახალი ნანო ევოლუციის შემდეგ ეტაპზე დაემშვიდობა ეფლის Click Wheel-ს და სრულიად მულტი-თაჩ მოწყობილობად იქცა.

- მულტი-თაჩ სამომხმარებლო ინტერფეისი
- 46%-ით მცირე და 42%-ით მსუბუქი ვიდრე წინამორბედი
- ტანსაცმეზლე სამაგრი
- ხმის დონის საკონტროლო ღილაკები
- VoiceOver (ხმოვანი მართვა)
- FM რადიო, Nike+, პედომეტრი და
- 29 ენის მხარდაჭერა
- 24 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში.
ფასები ა.შ.შ-ში:
16 გიგაბაიტი – 179 $
8 გიგაბაიტი – 149 $
![]()
როგორც მომხმარებლები ამბობენ აიპოდ თაჩი არის აიფონი ტელეფონის გარეშე 🙂 მაგრამ სტივ ჯობსის განცხადებით iPod touch არა მხოლოდ მულტი-თაჩ ფლეერია ის აგრეთვე არის #1 პორტატიული სათამაშო კონსოლი, რომ მან გაყიდვებში გაასწრო Nintendo DS-სა და PlayStation Protable-ს ერთად აღებულს.
მას აქვს 50%-ზე მეტი წილი პორტატული სათამაშო კონსოლების ბაზარზე.
მასზე სულ ჩამოტვირთულ იქნა 1.5 მილიარდი თამაში და გასართობი პროგრამა.
ვნახოთ რითი გაუმჯობესდა ეს შესანიშნავი მოწყობილობა

- Retina დისფლეი (4-ჯერ მეტი პიქსელი, 326 ppi, 24 ბიტი)
- Apple A4 პროცესორი
- 3-ღერძიანი გიროსკოპი
- iOS 4.1 – Game Center-ით
- FaceTime – წინა კამერის საშუალებით
- HD ვიდეოს გადაღება უკანა პანელზე განთავსებული კამერით.
- 40 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში
ფასები ა.შ.შ-ში:
8 გიგაბაიტი – 229$
32 გიგაბაიტი – 299$
64 გიგაბაიტი – 399$


ახალი iTunes გამოვიდა გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისით მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანი სიახლეა ვიდრე სტივ ჯობსის მიერ წარმოდგენილი ახალი სერვისი:

რომელიც არის ახალი სოციალური ქსელი მხოლოდ მუსიკისათვის სადაც შეგიძლიათ ვალყური ადევნოთ თქვენს საყვარელ არტისტებსა და თქვენი მეგობრების მუსიკალურ ინტერესებს.
ახალი ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პროგრამის ოფიციალური საიტიდან
![]()
განახლებული Apple TV

ახალ Apple TV-ს აქვს შემდეგი ტიპის პორტები !
- WiFi
- HDMI
- Ethernet
- ელექტრო ქსელი
ძველი+ახალი ფუნქციონალი:
- ფილმები, ტელე-გადაცემები და მუსიკა
- ყველაფერი HD ფორმატში (თუ არის ხელმისაწვდომი)
- მედიის დაქირავება და არა ყიდვა
- მოწყობილობას არა აქვს კონტენტის შესანახი საცავი
- სტრიმინგი და არა სინქრონიზაცია
- ფოტოების სლაიდშოუ
- ჩუმი გრილი და პატარა
ასევე გათვალისწინებულია Netflix-ისა და YouTube-ის მხარდაჭერაც.
ფასი ა.შ.შ-ში: 99$
პრეზენტაციის დასასრულს სტივ ჯობსმა სცენაზე მოიწვია კრის მარტინი, რომელმაც პუბლიკას შეუსრულა ორი ძველი ჰიტი და ერთი ახალი (ჯერ კიდევ არ გამოსული) სიმღერა.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=EyteN8wLkAk
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Eg95Q5m2fSo
ამ მოკლე განხილვის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ კონკრეტული მოწყობილობებისა და სერვისების სრულ განხილვასაც უახლოეს პოსტებში და რა თქმ აუნდა სპეციალურ პოდკასტში დიმიტრი გოგელიასთან ერთად.

მე მიყვარს ეფლი : )
mec miyvars apple magram ar miyvars iphone