Google აგრძელებს ფრენას.

საძიებო სისტემის ისტორიაში პირველად Bing-მა გაასწრო Yahoo!-ს და 13,9%-ით, ა.შ.შ-ს ბაზარზე, გადავიდა მეორე ადგილზე.

ხოლო ლიდერი არის ისევ და ისევ Google — 65%.

მესამე ადგილზე, არ არის რთული გამოსაცნობი, იმყოფება Yahoo! (13,1%), შემდეგ კი ორ-ორი პროცენტით მოჩანჩალებენ Ask.com და AOL.

გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით Google-ის წილი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო Yahoo! ნელა, მაგრამ დინჯად აგრძელებს ვარდნას, ეს მაშინ როცა ამავე ტემპებით იზრდება Bing-ის წილი ბაზარზე. გასულ წელის აგვისტოში Yahoo! მოემსახურა 16% საძიებო მოთხოვნას ა.შ.შ-ში, ხოლო Bing — 10,7%.

აგვისტოს რეზულტატები დეტალებში.

წყარო Nielsen.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.