ექშენ Steel Battalion Heavy Armor-ის შემდეგ, გამომხემლობა Capcom-მა Tokyo Game Show 2010-ის ჩვენებაზე, რომელიც 16-დან 19 სექტემბრის ჩათვლით ტარდება იაპონიის დედაქალაქში, წარმოადგინა კიდევ სამი პროექტი.
ცნობილი გახდა, რომ სტუდია Ninja Theory მუშაობს Devil May Cry-ის ექშენ-სერიის ახალ ნაწილზე. დღეისათვის თამაში ცნობილია სამუშაო სახელით DMC Devil May Cry. მასში არ არის სერიული ნომერი, რომელიც შემთხვევით არ მომხდარა. «ჩვენ გადავწყვიტეთ მთავარი გმირის, დანტეს, გამომჟღავნება და მთლიანად პროექტისათვის შეიქმნა ახალი დიზაინი », — იუწყებიან მწარმოებლები. თამაში იწერება PS3 და Xbox 360 პლატფორმებისათვის.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=D1XSKZPIig0
Capcom-ის მორიგი პროექტი — თამაში Asura’s Wrath, რომლის შექმნაზე მუშაობს სტუდია CyberConnect2. პლატფორმების სია იგივეა: PS3 და Xbox 360. შემქმნელები შთაგონებულნი არიან აღმოსავლური მითოლოგიით, რაც აშკარად იგრძნობა თამაშში. თამაშში მოთხრობილია ასურელი ომის ღმერთის აშურას შესახებ. მას კოლეგები გაყიდიან პანთეონში და წაართმევენ ყველა ღვთაებრივ ძალას… ასე ეგონათ მათ. მოკლედ მოთამაშეს მოუწევს შურისძიება…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=1PCDxS8uJFQ
…და ბოლო პროექტი, — თამაში Dead Rising 2: Case West. სინამდვილეში, ეს არ არის მთლად თამაში, უფრო ზომბ-ექშენ Dead Rising 2-ის ეპილოგია. ორიგინალი გამოვა PC, PS3 და Xbox 360 პლატფორმებისათვის, ხოლო Case West გამოჩნდება მხოლოდ MS-კონსოლებისათვის. ამ ეპილოგში მომხმარებელს მოუწევს ჩაკი გრინითა (მეორე ნაწილის გმირი) და ფრენკ ვესტით (ცნობილი Dead Rising 1-დან) თამაში. ერთად ისინი გაანადგურებენ გაცოცხლებული მკვდრების არმიას და დამხმარე ხელსაწყოებით (დაწყებული ხერხით, ჰოკეის ხელკეტით დამთავრებული) არ დატოვებენ მათ კვალსაც. შექმნაზე მუშაობს სტუდია Blue Castle Games.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=l7KjxueVgc4
წყარო Capcom.

