გამომცემლობა Capcom-მა დააანონსა თამაში teel Battalion Heavy Armor. ეს მოხდა დღეს Tokyo Game Show 2010-ის (16–19 სექტემბერი, იაპონია) თამაშების ჩვენებაზე.
ანონსი საყურადღებოა ყველა ასპექტში. პირველ რიგში, Steel Battalion Heavy Armor გახდება Capcom-ის პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენება MS-კონტროლერი Kinect. მეორე, ეს არის ლეგენდარული საბრძოლო რობოტების სიმულატორის Steel Battalion-ის სეკველი — Xbox კონსოლის დებიუტანტი (2002 წელი). ალბათ გახსოვთ, რომ თამაში უკავშირდებოდა მონსტრ კონტროლერს, რომელიც აღჭურვილი იყო ორი ჯოისტიკით, სამი პედლით, ორმოცი უცნაური ღილაკითა და გადასართავი ბერკეტით.
გაგრძელება, რომელიც გამოვა მხოლოდ Xbox 360-თვის, მუშავდება სტუდია From Software-ში. Kinect-ის მომხმარებლები ამ თამაშში, აუცილებლად, აღმოაჩენენ რაღაც ახალს. მაგალითად: ამ მანიპულატორის საშუალებით აღიქმება მომხმარებლის ყველა მოძრაობა, რის შემდეგაც გადაეცემა თამაშს. სიუჟეტი კი შემდეგნაირია: 2082 წელია, ალტერნატიულ რეალობაში ხალხმა არ იცის, რა არის კომპიუტერი და მაღალი ტექნოლოგია, ამიტომ ყველა ბრძოლაში გამოიყენება საკმაოდ პრიმიტიული საბრძოლო ტექნიკა. თუმცა, არსებობს ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია გამარჯვების მოტანა , — ვერტიკალური ტანკი (ჩათვალე: რობოტი). რისი მართვაც მოუწევს მოხმარებელს საკუთარი სხეულის გამოყენებით (ეს ხომ Kinect-ა).
თამაში თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=tnXaYTxpvgk
წყარო Capcom.

