კომპანია Dell-მა კომფერეცნია IDF 2010-ზე სან-ფრანცისკოში წარმოადგინა მინი-ნოუთბუქი, რომელიც შეიძლება გადავაკეთოთ პლანშეტურ კომპიუტერად. სიახლის სახელია Inspiron Duo.

ერთი შეხედვით მოწყობილობა ჩვეულებრივ ნეტბუქს გავს, მაგრამ მისი დისპლეი დამაგრებულია ჩარჩოებით ორი გორგოლაჭით. (იხ. ფოტო და ვიდეო). მათი დახმარებით შესაძლებელია ეკრანის გადაბრუნება და კლავიატურაზე მისი უკანა მხრით დადება. საბოლოოდ გამოვა პლანშეტი 10 დიუმიანი ტაჩსკრინით.

როგორც ცნობილია კომპიუტერს აქვს ორბირთვიანი, 1,5გჰც ჩიპი Intel Atom N550 და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ზე.

Dell Inspiron Duo-ის გაყიდვები დაიწყება 2010 წლის ბოლოს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=9_JU0sYCpRs

წყარო:Engadget.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.