სატელეკომუნიკაციო-კომპანია Orange-ის გენერალური დირექტორი სტეფან რიშარი.
უმსხვილესი ევროპელი მობილური ოპერატორები მზად არიან შექმნან საკუთარი ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვის, იუწყება GSMA Mobile Business Briefing.
ახალი ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა ეკუთვნის ტელეკომ-კომპანია Orange-ის (France Telecom) გენერალურ დირექტორს სტეფან რიშარს. 8 ოქტომბერს რიშარი პარიზში შეხვდება უმსხვილესი ოპერატორების Telefonica-ს, Deutsche Telekom-ისა და Vodafone-ის ხელმძღვანელებს, რათა განიხილონ სიტუაცია და შეაფასონ მობილური აპარატების ბაზარზე ოპერაციული სისტემების Android-ისა და iOS-ის პოზიცია.
საქმე იმაშია, რომ ორივე პლატფორმა ძალიან პოპულარულია, ხოლო მათი სერვისები დაკავშირებულია მწარმოებლებთან — Google და Apple შესაბამისად. ოპერატორები კი რა თქმა ინდა დაინტერესებულნი არიან, რომ სმატფონში დააინტეგრირონ საკუთარი მომსახურეობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად რჩება ერთადერთი გამოსავალი, შეიქმნას რაიმე «ევროპული» OS მობილურებისათვის.
სავარაუდოდ, ზემოთხსენებული ტელეკომ-ოპერატორები მიმართავენ უმსხვილესი ჩინური ოპერატორის China Mobile-ის გზას: მან, შეგახსენებთ, Android-ის ბაზაზე შექმნა პლატფორმა OPhone ; ამოჭრა მასში Google-ის ყველა სერვისი და დააინტეგრირა თავისი. თუმცა შესაძლებელია, რომ Orange-ის, Telefonica-ის, Vodafone-ისა და Deutsche Telekom-ის არჩევანი შეჩერდეს Symbian-ზე, LiMo-ზე ან რაიმე მესამეზე. მაგრამ მოწყობილობების მწარმოებლებისათვის, უდავოდ, ყველაზე კარგი ვარიანტია Android, რადგან ძალიან ბევრ კომპანიას უკვე აქვს მოწყობილობების ამ პლატფორმაზე გამოშვების გამოცდილება.
ავღნიშნავ, რომ ოპერატორი Vodafone და კომპანია Samsung თავის დროზე სმარტფონებში H1 და M1 იყენებდნენ LiMo-ს, რომლის ინტერფეისშიც იყო ჩაშენებული მომსახურეობის პლატფორმა Vodafone 360. თუმცა პროექტმა განიცადა წარუმატებლობა, ხოლო შემდეგი მოდელის — H2-ის — გამოშვება გაუქმდა.

