Microsoft Game Studios-მა შეგვატყობინა ახალი პირველი პირის შუტერის Halo: Reach-ის გამოსვლა.

სიახლის სიუჟეტი ვითარდება შორეულ მომავალში; აქ მოყოლილია ისტორია, რომელიც განვითარდა მალევე Halo: Combat Evolved (2001)-ის შემდეგ. დედამიწელები გაერთიანდნენ კოსმიურ გაერთიანებულ ძალებთან და სასიკვდილო ბძოლა აქვთ კოვენანტებთან, “უცხოპლანეტელების” რასების გაერთიანებასთან. მტრებმა ჯერ პლანეტა რიჩს შეუტიეს, ეხლა კი მთელი კაცობრიობის გასანადგურებლად ემზადებიან. კოსმოსში და დედამიწაზე ომის წარმოებისას ჩვენ ვცდილობთ არა მარტო მტრის დამარცხებას, არამედ  ორიგინალური ტრილოგიის მთავარი გმირი – ჩიფას ცხოვრების გარკვეული დეტალების გაგებას.

თამაშს ამზადებდა კირკლენდის (ვაშინგტონი, ა.შ.შ) სტუდია Bungie, თამაშის წინა სერიებიც სწორედ ამ სტუდიის მომზადებულია.

კოსმიური ბრძოლის დემონსტრაცია Halo: Reach-ში:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=pPmkxo-cc4I

წყარო: Gamespot.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.