ბიზნესი

Hewlett-Packard ყოფილ ხელმძღვანელს უჩივის

Hewlett-Packard-ის ექს-მენეჯერი მარკ ჰიორდი Oracle Open World-ის კონფერენციაზე.

Hewlett-Packard-მა (HP) სასამართლოში შეიტანა სარჩელი ყოფილი მენეჯერის მარკ ჰიორდის წინააღმდეგ, რომელმაც დატოვა კომპანია ერთი თვის წინ, მის წიანააღმდეგ აგორებული სკანდალის გამო.

ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბატონი ჰიორდი გახდა კორპორაცია Oracle-ის თანაპრეზიდენტი. ამ პოსტზე HP-ის ექს-მენეჯერი შეცვლის გადამდგარ ჩარლზ ფილიპსს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პასუხს აგებდა კომპანიის მარკეტინგსა და პროდუქციის გაყდვაზე.

სარჩელი გაგზავნილია კალიფორნიის შტატის სასამართლოში; Hewlett-Packard ითხოვს მისი ახალი თანამდებობის უკანონოდ ცნობას. НР-ში შიშობენ, რომ ჰიორდი Oracle-ში გაამჟღავნებს კომერციულ საიდუმლოებებს, რომელიც მან დააგროვა წლების განმავლობაში Hewlett-Packard-ში მუშაობისას. მოსარჩლე მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული უბრალოდ ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას კომპანია Oracle-ში, თუ არ გაამხილა HP-ის საიდუმლო ინფორმაცია და არ დაარღვია დადებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვას.

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორის ლარი ელისონის ლაკონურ განცხადებაში ნათქვამია, რომ HP-ის საქციელი «შურისძიებაა» ბრალდებულის წინააღმდეგ, ის არაფრად აგდებს კომპანიებს შორის არსებულ პარტნიორულ მდგომარეობას, საერთო შემკვეთების, აქციონერებისა და თანამშრომლების ინტერესებს.

წყარო assotsiated press.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2010 ·არქივის შესახებ