დღეს ლონდონის ბარში Redhook კომპანია HTC-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ორი ახალი Android – სმარტფონი HTC Desire და HTC Desire Z.

HTC Desire HD არის ახალი მულტიმედიური ფლაგმანი: 4.3 “WVGA SLCD ეკრანით, 8 მეგაპიქსელიანი კამერით, Dolby Mobile +SRS აუდიო სისტემით. გაჯეტის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს ალუმინის უნიბოდი კორპუსი.

Desire HD დაფუძნებულია მეორე თაობის Qualcomm Snapdragon MSM8255 ჩიპზე, რომელიც შექმნილია 45 ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სმარტფონის ენერგომოხმარებას. ასევე აქვს ახალიAndreno 205 GPU (გრაფიკული პროცესორი) და HSPA+ ქსელების მხარდაჭერა.

HTC Desire HD აღჭურვილია 1.5 გიგაბაიტი ჩადგმული მეხსიერებით (ROM), 768 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით (RAM), აქვს microSD ბარათების მხარდაჭერა და HDMI გამომყვანი.

HTC Desire Z – პირველი მასიური Android-ტელეფონია სრულყოფილი QWERTY კლავიატურით. Desire Z ეფუძნება ახალ Qualcom MSM7230 ჩიპს, რომელიც მოვიდა MSM7201-ის შემცვლელად. მისი პროცესორია Qualcomm Scorpion ARMv7 – 800 მეგაჰერცი სიხშირით.

აპარატის განკარგულებაშია 3,7 დიუმიანი SLCD ეკრანი WVGA-გაფართოებით (480×800), 1,5 გიგაბაიტი ROM, 512 მეგაბაიტი RAM და განახლებული გრაფიკული ბირთვი Adreno 205. MSM7230 უზრუნველყოფს სმარტფონის მცირე ენერგომოხმარებას. მოწყობილობას აქვს 5 მეგაპიქსელიანი კამერა განათებით. მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის T-Mobile G2 ნებისმიერი ქსელისათვის.

ორივე სიახლე მუშაობს Android 2.2-ის მართვის ქვეშმ, შეუძლიათ ჩაწერონ ვიდეო 720p ხარისხით, აქვთ htcsense.com სერვისის მხარდაჭერა და ასევე HTC Fast Boot (სწრაფი ჩატვირთვა).
გამოყენებულია habrahabr.ru-ს მასალები.

ძალიან დიდი არ არის?
ძალიან მაგარი აპარატია HTC Desire HD, HTC გაჩერება არ აპირებს, საუკეთესო ბრენდია. ჩემს HD2-ს დიდი სიამოვნებით გამოვცვლიდი HTC Desire HD-ზე.
HTC Desire HD საუკეთესოა დღეს არსებულ კომუნიკატორებს შორის. მის კონკურენტად მხოლოდ Samsung Galaxy S შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ HTC ზოგიერთ პუნქტში უსწრებს. ფაქტიურად ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკატორია.