Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე.
კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში.
iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს.
AMD-ს პოზიციები შესუსტდა მიმდინარე წლის მოერე კვარტალში: თუ პირველ მეოთხედში ის აკონტროლებდა ბაზრის 11,7%-ს, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 11,5%-მდე. წლიური გამოთვლით მიკროპროცესორების უმსხვილესი მწარმოებლის პოზიციები პრაქტიკულად არ შეცვლილა.
რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს, iSuppli-ის შეფასებით, მეორე კვარტალში აკონტროლებდნენ ბაზრის 8,1%-ს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 8,0%-ს, ხოლო 2009 წლის მეორე მეოთხედში — 7,8%-ს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კომპიუტერული ბაზარი განიცდის ზრდას. მსოფლიო მაშტაბით რეალიზებული მიკროპროცესორების საერთო შემოსავალი გაიზარდა 34%-ით, ხოლო კომპუტერების მიწოდება გაიზარდა თითქმის 23%-ით.
წყარო iSuppli.

