საერთაშორისო ქსელის გამომგონებელმა ტიმ ბერნერს-ლიმ განაცხადა, რომ კავშირი თავის ქმნილებასთან უნდა გახდეს უფასო.

Nokia World-ის კონფერენციაზე, რომელიც ლონდონში ტარდებოდა, მან თქვა, რომ ინტერნეტით სარგებლობს მხოლოდ ყოველი მეხუთე დედამიწელი. ქსელში მობილურით დაკავშირების გავრცელება იძლევა იმის იმედს, რომ დანარჩენ 80%-საც ექნება შესაძლებლობა შეეხოს ქსელურ მომსახურეობას, თუმცა ძალიან ბევრს ამის საშუალებაც არა აქვს. «ადრე მე ვამბობდი, რომ ადამიანს უნდა მისცე წყალი, შემდეგ უზრუნველყო სამედიცინო დახმარებით და მხოლოდ ამის შემდეგ აჩუქო ისეთი ფუფუნება, როგორიც ინტერნეტია, — განაცხადა ბერნერს-ლიმ. — სინამდვილეში ყველაფერი ასე არ აღმოჩნდა. ინტერნეტი შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს იგივე სამედიცინო უზრუნველყოფასთან დასაკავშირებლად».

განვითარებულ ქვეყნებს ეს პრობლემა, ძირითადად, არ აწუხებთ, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ეს იქნება უდიდესი გარღვევა. მაგალითად, გამომგონებლის აზრით, ინტერნეტი შესაძლებელია გახდეს ძალიან კარგი საშუალება ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების პროპაგანდისათვის. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია გაიგოს ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა დარგში. «არ იყო ინფორმირებული საზოგადოების ნაწილი — ეს უდიდესი პრობლემაა», — ხაზს უსვამს ბერნერს-ლი.

მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დაბალი სიჩქარის ინტერნეტზე დიდი თანხების აკრეფვა, ხოლო ოპერატორები იძულებულნი არიან მიაწოდონ მომხმარებელს ეს პროდუქტი უფასოდ! «მომხმარებელი აღარ შეიზღუდება ტარიფში, რაც თითქმის ყველას მისცემს ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას», — დარწმუნებულია მეცნიერი.

მისი იდეა ემთხვევა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარის ჰამადუნა ტურეს აზრს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბი-ბი-სისთან ინტერვიუში განაცახადა, რომ ინტერნეტ-კავშირი უნდა იყოს ადამიანის უნივერსალური უფლება. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის ხელისუფლებას გააზრებული აქვს ადამიანის განვითარებაში ინტერნეტის უდიდესი როლი, ისინი მაინც არ ჩქარობენ და ამჯობინებენ მხოლოდ წყალი მიაწოდონ ადამიანს.

ბატონმა ბერნერს-ლიმ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ირღვევა ინტერნეტ-ნეიტრალიტეტის პრინციპი. მაგალითად, ა.შ.შ-ში ზოგიერთმა ოპერატორმა დაიყოლია მთავრობა იმაში, რომ რადგანაც ინტერნეტ-ვიდეო ქსელი გადატვირთულია, ერთი ტიპის ტრაფიკი გაეზარდათ მეორის ხარჯზე. კომპანიებმა Google-მა და Verizon-მა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და დაგმეს მსგავსი ქმედება.

წყარო ბი-ბი-სი.

2 Responses

  1. kargi idea aris ufaso unda iyos 😀

  2. რატომაც არა 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.