მიკროელექტროდების მასივი, რომელიც ექსპერიმენტში გამოიყენებოდა.
The University of Utah (ა.შ.შ) -ის თანამშრომლებმა, შეძლეს ტვინის სიგნალების სიტყვებად გადაკეთება, ორი ბადის მეშვეობით, რომელიც 16 მიკროელექტროდისგან შედგებოდა და განთავსებული იყო თავთან მეტყველების ცენტრთან ახლოს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მოხალისეზე, რომელიც იტანჯებოდა ეპილეფსიით და გადატანილი ქონდა კრანიოტომია. ოთხი დღის განმავლობაში ის კითხულობდა ათ სიტყვას ( 31-96-ჯერ თითოეულს), რომლებიც ყველაზე მეტად გამოსადეგია პარალიზებული ადამიანისთვის: “კი”, “არა”, “ცხელია”, “ცივია”, “მეტი”, “ნაკლები”, “გამარჯობა”, “ნახვამდის”, “მშია”, “მწყურია”.
შემდეგ მკვლევარები ეცადნენ დაედგინათ, თუ რომელი სიგნალი რომელ სიტყვას ეკუთვნოდა. წყვილების შედარებით მათ შეძლეს 85% შემთხვევაში სწორად მიესადაგებინად სიგნალისიტყვისათვის. მაგრამ, როდესაც მეცნიერებმა გამოარჩიეს თითო ბადიდან ხუთ-ხუთი ელექტროდი, რომლებიც ყველაზე კარგად აფიქსირებდა სიგნალებს, ამ შემთხვევაში სიზუსტე 90%-მდე გაიზარდა.
ათივე სიტყვის სწორად გამოცნობა უფრო იშვიათად ხდებოდა: 28-48% შემთხვევებში. მაგრამ ეს ბევრად უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე სხვა ნებისმიერი არსებული მეთოდით შეიძლება მივიღოთ, მაგალითად “ტიკის მეთოდით” სიზუსტემ შეადგინა 10%.
იმის მიუხედავად რომ ჯერ ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი პარალიზებული ადამიანიებისთვის ამ მეთოდით გადამყვანი აპარატის შექმნისთვის, მეცნიერები მაინც დარწმუნებით აცხადებენ, ეს მეთოდი არის ყველაზე პერსპექტიული. შემდგომი კვლევებისას ბადეებში იქნება 121 ელექტროდი (11 თითოეულში).
აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერიმენტში გამოიყენებოდა ახალი ტიპის შეუღწევადი მიკროელექტროდები, რომლებიც ტვინის ზედაპირზე მდებარეობს. ეს ელექტროდები ფაქტიურად იდენტურია იმ ელექტროდების, რომლებიც გამოიყენება ელექტროკარტიკოგრაფიისას, მაგრამ გაცილებით პატარა. ზომა ხელს უწყობს პატარა, სუსტი სიგნალების რეგისტრაციაში, რომელსაც სულ რამდენიმე ათასი ნეირონი გამოსცემს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=7aNugsnUuIs
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია Journal of Neural Engineering-ში.
წყარო:Newswise.



მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ჯალაღონია Hi-tech.ge-ის ახალი წეევრი. ეს ჩემი პირველი პოსტია საიტზე და ამის შემდეგ, ყოველ დღე აუცილებლად შემოგთავაზებთ ასევე საინტერესო სიახლეებს Hi-tech სამყაროდან. ძირითადად მეცნიერულ სიახლეებს მაგრამ არა მარტო რა თქმა უნდა… 🙂 🙂
რა თქმა უნდა! ჩვენ გვჯერა შენი!!! 🙂
კი გიო შენ რო გჯერა ვიცი აბა რა ჯიგარ :))))
welcome 🙂