სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ცდებში (ა.შ.შ) ერთფენიანი ნახშირბადის მილებმა ძალიან დიდი სიმყარე აჩვენეს, ფოლადის მაჩვენებელზე 117-ჯერ მაღალი.

წინა წლებში ჩატარებულმა ცდებმა გვაჩვენა, რომ ნანომილები იმსხვრება 5,3-5,8 პროცენტით გაწელვისას. მაგრამ ამ მონაცემებს ნამდვილად არ ადუსტურებს გამოთვლები, რომლებიც სიმყარის ბევრად მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს.

მეცნიერებმა გარკვეული მასალები მოათავსეს სპეციალურ მაგიდაზე, რომლის ნაწილებსაც შეეძლოთ ერთმანეთთან შეთანხმებულად მოძრაობა 0,5 მკმ (მიკრომეტრ) მანძილეზე, ხოლო ჭრილებში “დაკიდებული” იყო ნანომილები, რომლებიც მიიღება Chemical vapor deposition-ის მეშვეობით. ნანომილების მაქსიმალური საწყისი ზომაა 195მკმ.

ჭრილის თანდათან გაფართოებით, მკვლევარები, წელავდნენ ნანომილებს შესაბამისად იზრდებოდა დაწოლაც, რომლის მაჩვენებელიც 98,9ჰპა-ს (ჰექტოპასკალი). შედარებითმა გაწელვამ შადგინა (13,7 ± 0,3)%, ხოლო გაწელვის ცვლილებებისას, ნანომილების სიმყარემ შეადგინა 74 000 კნ•მ/კგ. ამ მაჩვენებლით, როგორც უკვე ავღნიშნეთ ის 117-ჯერ მყარია ფოლადზე და 30-ჯერ კევლარზე.

სავარაუდოდ ახლო მომავალში კიდევ ჩატარდება ექსპერიმენტები, რომლებიც კიდევ უფრო მაღლა აწევენ ნანომილების სიმყარის მაჩვენებელს.

ანგარიშის მთლიანი ვერსია გამოქვეყლებულია ჟურნალ ACS Nano-ში.

წყარო: ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.