ბიზნესი

Nokia აგრძელებს წმენდას

Nokia აგრძელებს უმაღლესი კადერების სწრაფ წმენდას: კალასვუოს დათხოვნის შემდეგ, დირექტორთა საბჭომ კარებისაკენ მიუთითა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ანსი ვანოკის (Anssi Vanjoki), რომელიც ხელმძღვანელობს მობილური მოწყობილობების განყოფილებას.

შეგახსენებთ: დიდი ხანი არ არის იმის შემდეგ, რაც ეს პოსტი დაიკავა ვანოკიმ — მიმდინარე წლის მაისში. ჯერჯერობით სარწმუნო წყაროებიდან განთავისუფლების მიზეზი არ ვრცელდება.

არ არის გამორიცხული, რომ ანსი ვანოკის წასვლა დაკავშირებული იყოს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წასვლასთან: შაბათს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბერს ოლი-პეკა კალასვუოს (Olli-Pekka Kallasvuo) შეცვლის კანადელი სტივენ ელოპი (Stephen Elop).

ხელშეკრულების გათვალისწინებით, ვანოკმა წასვლის შესახებ დამსაქმებელს უნდა აცნობოს ნახევარ წელიწადში. აქიდან გამომდინარე ის არ დატოვებს კომანიას ახლო მომავალში — 2011 წლის გაზაფხულამდე. ასე რომ ანსი ვანოკი ჯერჯეობით გააგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას Nokia-ში.

წყარო Nokia.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2010 ·არქივის შესახებ