Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Oracle აპირებს საკუთარი ბიზნესის გაზრდას.

დღეისათვის Oracle-ის აპარატული პლატფორმები იქმნება კომპანია Sun Microsystems-ში. ლაპარაკია SPARC-ის არქიტექტურის პროცესორებზე და მის ბაზაზე შექმნილ სერვერებზე.

«ჩვენ შევისყიდით მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიას», — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი ელისონმა. მისი თქმით, კორპორაცია აპირებს აპარატული ბიზნესის მოცულობის გაორმაგებას, რომელმაც კომპანიას წინა კვარტალში მოუტანა $1,7 მლრდ-ის შემოსავალი.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Oracle ნაწილობრივ, ან მთლიანად შეისყიდის კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. «მსხვერპლად» მიიჩნევა AMD, ARM ან Vidia. გარდა ამისა, კორპორაციამ შესაძლოა მოინდომოს IBM-ის აქციების შესყიდვაც.

თუმცა Oracle ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ რომელ მწარმოებელს დაადგა თვალი.

წყარო Bloomberg.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.