პერსონალური კომპიუტერი და Xbox 360 – კომბო-მოწყობილობა Origin PC-ისაგან

კომპანია Origin PC დაკავებულია ექსკლუზიური სათამაშო მოწყობილობების შექმნით. როგორც წესი ისინი აწყობენ პერსონალურ კომპიუტერებს, მაგრამ კომპანიის მიერ გამოშვებული ახალი მოწყობილობა, ამ საზღვრებით არ შემოიფარგლება კომპიუტერი, რომლის სახელიცაა Big O წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერის და Xbox 360-ის ჰიბრიდს.
აპარატის "გარეგნობა" იმ კომპიუტერების ასოციაციას იწვევს რომლებიც ფანტასტიკურ ფილმებში გვაქვს ნანახი. გამვირვალე გვერდითა ხუფის შიგნით ჩანს გადახლართული მავთულები რომლებიც თხევადი სითხით გრილდება, ასევე ჩანს მასიური რადიატორები.
კომპიუტერის მონაცემები ასეთია:
პროცესორი - Intel Core i7 930.
ტაქტური სიხშირე - 4 გჰც.
ოპერატიული მეხსიერება - Corsair Dominator 1600 გჰც 6გბ მოცულობით.
ვიდეოკარტა - NVIDIA GTX480 ორი ცალი.
კვების ბლოკი - 1500 ვტ სიმძლავრით.
ვინჩესტერი - WD Caviar 2 ტერაბიტი.
ასევე Blu-ray და Xbox 360 slim კონსოლი.
თითქმის ყველა ელემენტს აქვს თხევადი გაგრილება.
აღსანიშნავია ასევე, რომ ეს კონფიგურაცია საბაზისოა; სურვილისამებრ მისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია.
სიახლის ფასი შეადგენს $7669.

