მეცნიერებმა ავსტრალიის ნაცინალური უნივერსიტეტიდან ( ANU ) გამოიგონეს მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შუშის ნაწილაკების გადაადგილება ნახევარ მეტრზე მათთან შეუხებლად.
აქამდე მხოლოდ ბაქტერიის ხელა ნაწილაკების გადაადგილება იყო შესაძლებელი და ისიც მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრზე, თხევად მდგომარეობაში. ამ ექსპერიმენტში გამოყენებული ობიექტი ასჯერ უფრო დიდი იყო მიკროელემენტზე.
იქიდან გამომდინარე, რომ გრავიტონები რომელსაც იყენებდნენ “ვარსკვლავური გზის” გმირები ჩვენს სამყაროშო ჯერ კიდევ არარსებულ კვანტურ ნაწილაკად ითვლება, მეცნიერებმა დამხმარედ გამოიყენეს ლაზერი, რომლის შემადგენლობაც უფრო ბნელი და ცივია. მასში ჩაყრილი შუშის ნაწილაკები, არ იყრება გახერებული ჰაერის მოლეკულების წყალობით. შემდეგ შუა ნაწილში შედის არც თუ ისე დიდი ლაზერის ნაკადი და გავლენას ახდენს ნაწილაკებზე — და ისინი იწყებენ საჭირო მიმართულებით მოძრაობას, სხივის გასწვრივ.
ლაზერის მილის მეორე მხრიდან გამოდის კიდევ ერთი ნაკადი, რომლის მეშვეობითაც ნაწილაკების კონტროლი ბევრად ადვილი ხდება.
ექსპერიმენტი შემოფარგლული იყო ოპტიკური მაგიდის სიგრძით (1,5 მ), მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულები არიან , რომ ისინი მის გადაადგილებას ათ მეტრზეც შეძლებდნენ.
სისტემას ერთი დიდი “მინუსი” აქვს: ის მუშაობს იმ შემთხვევაში თუ არის ატმოსფერო. კოსმიურ “ფანტასტიკამდე” მენიერება ჯერ კიდევ შორსაა. ამის მიუხედავად ტექნოლოგიას უდიდესი პრაქტიკული პოტენციალი აქვს, აქ დედამიწაზეც: საშიში მიკროორგანიზმების გადაადგილება, ზემგრძნობიარე მიკროსკოპული მოწყობილობების გადაადგილება და ა.შ.

