RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ბოლსილი.
კანადურმა კომპანიამ Research In Motion-მა (RIM) გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები.
სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო $4,62 მლრდ შემოსავალი, თუმცა ანალიტიკოსები $4,47 მლრდ-ს პროგნოზირებდნენ. წლიური გამოთვლებით RIM-ის მოგება გაიზარდა თითქმის მესამედით: 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტლში ვენდორმა გამოიმუშავა $3,53 მლრდ.
საერთო ჯამში მოგება მობილური მოწყობილობებიდან გაიზარდა 79%-ით, მასთან დაკავშირებული სერვისებიდან — 17%-ით, პროგრამული უზრუნველყოფიდან — 1%-ით.
Research In Motion-ის სუფთა მოგება 68%-ით. თუ 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტალში კომპანიამ მიიღო $475,6 მლნ (83 ცენტი ერთი ერთი ფასიანი ქაღალდი), დღეს ეს მაჩვენებელია — $796,7 მლნ ($1,46 ერთი ფასიანი ქაღალდი).
RIM-ში აღნიშნავენ, რომ მეორე ფინანსურ კვარტალში სმარტფონების გაყიდვების რაოდენობამ დაამყარა რეკორდი: კომპანიამ შეძლო გაეყიდა 12,1 მლნ მობილური მოწყობილობა. ეს 45%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. წლიური გამოთვლებით აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 56%, ანუ დღეისათვის სულ 50 მლნ მომხმარებელი; უკანასკნელ კვარტალში კომპანიის ახალი კლიენტი გახდა დაახლოებით 4,5 მლნ ადამიანი.
მესამე ფინანსურ კვარტალში RIM ელოდება 5,30-დან 5,55 მლრდ-მდე შემოსავალს.
წყარო Research In Motion.

