რონალდ არკინი (მარცხნივ) და ალან ვაგნერი (მარჯვნივ); შავი რობოტი ემალება წითელს.

ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ა.შ.შ) ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეობას იღებდა რობოტი, რომელსაც ასწავლეს მოწინააღმდეგისა და პარტნიორის (თუ საჭირო გახდა) მოტყუება.

«ჩვენ შევიმუშავეთ ალგორითმი, რომელიც საშუალებას აძლევს რობოტს მოატყუოს ადამიანი ან მანქანა, რომელსაც გააჩნია ხელოვნური ინტელექტი, ასევე ვასწავლეთ მას სხვადასხვა ვითარებაში საუკეთესო სტრატეგიის არჩევა», — აცხადებს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი რონალდ არკინი.

«ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მის ინტერაქტიულ არსენალში, რადგანაც რობოტი, რომელსაც ესმის მოხერხებულობის აუცილებლობა, გააჩნია უდიდესი უპირატესობა იმ რობოტთან შედარებით, რომელსაც წარმოდგენაც არააქვს ამის შესახებ», — აზუსტებს კვლევის თანაავტორი ალან ვაგნერი.

მომავალში მსგავსი რობოტები ძალიან სასარგებლო იქნება მრავალ სფეროში. მაგალითად, პანიკაში მყოფი მსხვერპლის დასახმარებლად. თუმცა ჯერჯერბით მას ასწავლეს მოწინააღმდეგისაგან წარმატებით დამალვა. პირველ რიგში, რობოტმა უნდა გაანალიზოს სიტუაცია, სადაც მოხერხებულობას აქვს აზრი. სიტუაცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას: კონფლიქტი რობოტებს შორის და სარგებლის ნახვა მოხერხებულობის შემთხვევაში.

მეცნიერებმა მარკერით გაავლეს სამი ხაზი, რომლებიც მიმართული იყო იმ ადგილებისაკენ სადაც შეიძლებოდა დამალვა. როდესაც რობოტმა აღმოაჩინა მოწინააღმდეგე, მან წაშალა ერთი ხაზი, რომელიც თავშესაფრისკენ იყო მიმართული, თვითონ კი მეორეში დაიმალა. ოციდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაში ვერ მოახერხა რობოტმა იმის გაანალიზება, თუ როგორ მოეტყუებინა მოწინააღმდეგე.

ისეთი მანქანების შექმნა, რომელსაც ესმის მოტყუების ფასი განსაზღვრულ სიტუაციებში, — ძალიან გაბედული ნაბიჯია კაცობრიობის ცივილიზაციაში, რომელსაც თავად უქმნის თავის თავს!

კვლევის რეზულტატები გამოქვეყნდება ჟურნალში International Journal of Social Robotics.

წყარო ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.