ჩვენი იარაღი უფრო დიდია! ესეიგი მთავარი აქ ჩვენ ვართ…
დამუშავების პროცესშია პირველი სახის შუთერის Section 8-ის გაგრძელება, აცხადებს მწარმოებელი სტუდია TimeGate ტეხასიდან (ა.შ.შ).
ახალი პროექტი მიიღებს სახელწოდებას — Section 8: Prejudice, ასევე ცნობილია მისი გამოსვლის თარიღი: 2011 წლის დასაწყისი. გამოშვებაზე იზრუნებს კომპანია SouthPeak Interactive (რომელსაც ეკუთვნის ასევე ძველი ნაწილებიც). ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა პლადფორმებისათვის იწერება თამაში, მაგრამ სავარაუდოდ არ იქნება განსხვავებული ორიგინალურისაგან: PC, PS3 და Xbox 360.
სხვა ინფორმაცია თამაშის შესახებ უცნობია; სიუჟეტი და სხვა დეტალები რჩება კადრს მიღმა. შესაძლებელია ეს იყოს ორიგინალური ისტორიის გაგრძელება. წინა ვერსიაში დედამიწელები გავიდნენ მზის სისტემის ფარგლებს გარეთ და დაიწყეს შორეული პლანეტების მასიური ათვისება; თუმცა ეს პროცესი არ მიმდინარეობს შეუფერხებლად: წარმოიშვა და ძალების მოკრება დაიწყო სეპარატისტულმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით «ორიონის კავშირი». რამდენიმე მოსაზღვრე პლანეტაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ დედამიწელები იძულებული გახდნენ გაეგზავნათ Section 8-ის ქვედანაყოფი…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=SMiFdfjELx4
წყარო VG247.

