საფოსტო დაგზავნის სიაში gmane.linux.kernel – ლინუსი იტყობინება რომ წინა კვირას მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და უახლოეს დროში დაასრულებს ყველა ფორმალობას: ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცედურასა და სოციალური უსაფრთხოების მონაცემებს.

ფინეთი უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, ასე რომ ლინუსი შეინარჩუნებს ძველ პასპორტს.
ტორვალდსი ა.შ.შ-ში უკვე 10 წელზე მეტია ცხოვრობს (ბოლო ხუთი წელი – პორტლენდში) და მის ორივე შვილს აქვს ამერიკის მოქალაქეობა.

გაურკვეველია, რომელი ვიზით სარგებლობდა ტორვლდსი აქამდე, სრულიად შესაძლოა მას ჰქონდა EB-2 ვიზა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელებზე  რომლებიც გაიცემა განსაკუთრებული ნიჭის მეცნიერებზე, ხელოვნებზე და ბიზნესმენებზე. ამ შემთხვევაში ლინუსს ექნებოდა გამორჩეული უცხოელის სტატუსი, ზოგიერთ შემთხვევაში ამ ვიზას დამსაქმებლის სპონსორობის გარეშეც იძლევა ამერიკის მთავრობა. უდაო რომ ასეთი ადამიანის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა თავისთავად დადებითი მომენტია ამერიკელებისათვის და რა თქმა უნდა მას ეს ვიზა აუცილებლად ექნებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.