მეცნიერთა ჯგუფებმა დიდი ბრიტანეთიდან და ინდოეთიდან ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია სითხის ნიმუშებზე, რომლებიც მათ ე.წ წითელი წვიმისას შეაგროვეს.

წითელი წვიმები მოდიოდა სამხრეთ ინდოეთში, შტატ კარელაში 2001 წლის 25 ივლისიდან 23 სექტემბრამდე. ეს უჩვეულო წვიმა ძირითადად არც თუ ისე დიდ მონაკვეთებში მოდიოდა, მაქსიმუმ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე, მკვეთრად გამოსახული საზღვრებით. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ ძლიერი წვიმის წამოსვლამდე იყო ჯერ მკვეთრი გაელვება და შემდეგ ძლიერი ქუხილი.

მისი ასეთი ფერის მიზეზია მასში მოხვედრილი სფეროსებური და ელიფსისებრი მიკროსკოპული ელემენტები, 4-10მკმ (მიკრომეტრი, 1მკმ=0,000001მ) ზომის. ერთ მილილიტრი წვიმის წყალი შეიცავს საშუალოდ 9•106 ესეთ ნაწილაკს, ხოლო ერთ ლიტრ წყალში მათი წილი შეადგენდა 100მგ-ს.

წითელ წყალში ნაწილაკების გამოსახულება, ელექტრული მიკროსკოპით.

თავიდან ჩათვალეს, რომ “საღებავის” წყარო მეტეორი იყო, მაგრამ ამ ვერსიაზე მალევე თქვეს უარი. ოფიციალურ ანგარიშში ნაწილაკებს უწოდეს ადგილობრივი მწვანე წყალმცენარის Trentepohlia-ის სპორები. ავტორებმა ცალკე აღნიშნეს ისიც, რომ წვიმის წყალში არ არის არც მეტეორის და არც ვულკანური წარმოშოშობის მტვერი.

ინტერესი ამ პრობლემის მიმართ 2003 წელს გამოიჩინეს მაჰათმა განდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გოდფრი ლუისმა (Godfrey Louis) და სანტოშ კუმარმა (Santhosh Kumar). ლუისმა და კუმარმა საიტზე გამოაქვეყნეს სტატია , რომელიც 2001 წლის მოვლენას ხსნიდა პანსპემიის თეორიით, რომლის მომხრეებიც თვლიან, რომ ჩანასახის სიცოცხლე სამყაროში გადაადგილდება მეტეორული სხეულებით და ასტეროიდებით. რამდენიმე თვის შემდეგ ლუისმა და კუმარმა გამოაქვეყნეს ტექსტი, რომელშიც წერია, რომ “არაამქვეყნიურ” უჯრედებს 300 ˚C ტემპერატურაზე შეუძლიათ გამრავლება. ავტორები ასევე ამტკიცებენ იმასაც, რომ ტესტმა ბრომიდის ეტიდიუმის გამოყენებით, უჯრედებში დნმ-ის კვალი არ გამოავლინა.

ამ გამოკვლევების მიმართ – რაც რათქმაუნდა არ არის გასაკვირი – სპეციალისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მაგრამ როგორც ჩანს ინდოელები არ ნებდებიან. 2006 წელს მათ შეძლეს სტატიის გამოქვეყნება ჟურნალ Astrophysics and Space Science-ში, რომელშიც მაღალ ტემპერატურაზე უჯრედების რაოდენობის წრდის შესახებ საუბარი აღარ იყო…

ახალი ანგარიშის დაწერაში, რომლის მონაცემებიც წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე, აგვისტოში სან-დიეგოში, ლუისს და კუმარს ეხმარებოდნენ მეცნიერები გლამორგანის უნივერსიტეტიდან, კარდიფის უნივერსიტეტიდან და შეფილდის უნივერსიტეტიდან ( ყველა ეს უნივერსიტეტები დიდ ბრიტანეთშია). მისი პირველი ნაწილი დაეთმო 121˚C-ზე ჩატარებულ ექსპერიმენტს. მკვლევარები იღებდნენ ნიმუშებს 500მკლ წითელი წვიმის წყლიდან.

უჯრედების რაოდენობის ზრდა გახურებისას.

როგორც იუწყებიან, ასეთ არასათანადო პირობებში უჯრედები ჩქარა მრავლდებოდნენ, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე მათი რიცხვი არ იზრდებოდა. ავტორებმა ნიმუშებს განათებად ელექტრულ მიკროსკოპშიც დააკვირდნენ და აღნიშნეს, რომ გახურება იწვევს “შვილობილი უჯრედების” წარმოქმნას (ქვემოთ იხილეთ სურათი).

ანგარიშის მეორე ნაწილში განხილულია ნიმუშების ფლუორესცენტული თვისებები. ტალღის ცვლილების იცვლებოდა 250-600ნმ (ნანომეტრი)დიაპაზონში; მეცნიერების აზრით ფლუორესცენციის სპექტრის ცვლილება ძალიან გავს სხვა კოსმიური ობიექტების სპექტრს — მაგალითად HD 44179.

უჯრედების გამოსახულება გახურებამდე (ზედა ოპტიკური მიკროსკოპით).

N — ბირთვისებრი სტრუქტურა.

“შვილობილი უჯრედების” წარმოქმნა გახურების შემდეგ.

წყარო: Technology Review.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.