კომპანია Marvell-მა, დააანონსა ახალი თაობის მობილური პროცესორი Armada 628.

დეველოპერები ხაზს უსვამენ იმას, რომ დღეისათვის ეს ჩიპი არის ერთადერთი სამ ბირთვიანი პროცესორი მსოფლიოში, რომელიც განკუთვნილია პორტატული მოწყობილობებისათვის.

პროდუქტი შესრულებულია ARM არქიტექტურით და აქვს 1მბ მეორე დონის ქეშ-მეხსიერება. ორი ბირთვი ფუნქციონირებს 1,5 გჰც ტაქტურ სიხშირეზე. მესამე ბირთვის სიხშირე შეადგენს 624მჰც; მისი დანიშნულებაა რუტინული დავალებეის შესრულება და სისტემის მართვა დაბალი ენერგომომხმარებლობის შემთხვევაში.

ჰეტეროგენული კონსტრუქცია უზრუნველყოფს გაჯეტების ავტონომიურ მუშაობის დროის გახანგრძლივებას და საჭიროების შემთხვევაში — სწრაფ ქმედებას. დასტურდება ისიც, რომ Armada 628-ზე მომუშავე მოწყობილობა შეძლებს მაღალი ხარისხის მასალებთან გამკლავებას 1080р ფორმატში; ამასთან ერთად ბატარეის ერთხელ დატენვა საკმარისი იქნება 10 საათი ვიდეოს ყურების რეჟიმში სამუშაოდ ან 140 საათი მუსიკის სმენისას.

პროცესორს აქვს 3D-ძრავა, რომელსაც შეუძლია 200მლნ-მსე სამკუთხედის წაკითხვა წამში, აქვს HDMI ინტერფეისის მხარდაჭერა, USB 3.0, DirectX, Open GL ES 2.0 და სხვადასხვა ოპერაციული სისტემები. შესაძლებელია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე ეკრანზე გადმოტანა.

მოსალოდნელია, რომ ჩიპი ნახავს თავის გამოყენებას სმარტფონებში, პლანშეტურ კომპიუტერებში და სხვა მობილურ მოწყობილობებში. Armada 628-ის საცდელი ვარიანტები უკვე გამოსულია; პირველი გაჯეტები ამ პროცესორი გამოჩნდება შემდეგ წელს.

გამოყენებულია Marvell-ის მასალები.

One Response

  1. WooooooooooooW

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.