
კომპანია ViewSonic-მა გამოსაშვებად დაამზადა 10-დიუმიანი პლანშეტური კომპიუტერი დასახელებით G Tablet.
მოწყობილობაში არის nVidia Tegra 2-ის პლატფორმა და მუშაობს Android 2.2-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
მოდელის არსენალში –– 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, Bluetooth 2.1 ადაპტერი, Wi-Fi (IEEE 802.11n), USB და HDMI პორტები.
სენსორული დისპლეის წერტილოვანი გაფართოვება შეადგენს 1024×600.
გაჯეტის ღირებულება იქნება $529, ხოლო მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა ოქტომბრიდან.
შეგახსენებთ, რომ ViewSonic-ის პორტფოლიოში არის კიდევ ორი პლანშეტი; რომლებიც წარმოდგენილი იყო IFA 2010-ის გამოფენამდე (ბერლინი, გერმანია 3-8 სექტემბერი).
ViewPad 7-ის დისპლეის დიაგონალი არის 7 დიუმი და მუშაობს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო 10-დიუმიან ViewPad 100-ს აქვს Android და ასევე Windows 7.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=N8S3dvWms38
გამოყენებულია Engadget-ის მასალები.
