ასტრონომების ჯგუფმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან სანტა-კრუზში, ვაშინგტონის კარნეგის უნივერსიტეტიდან, ჰავაის უნივერსიტეტიდან მანოაში და ტენესის შტატის უნივერსიტედიტან ( ყველა — ა.შ.შ) დაარეგისტრირეს ორი ახალი ეგზოპლანეტა წითელი ჯუჯის სისტემაში Gliese 581, ერთ-ერთი  მათგანი მდებარეობს თავისი ვარსკვლავის დასახლებულ ზონაში.

შეგახსენებთ: დასახლებულ ზონას უწოდებენ იმ სივრცის რეგიონს, რომელზეც დედამიწის ტიპის პლანეტის ზედაპირზე შეიძლება არსებობდეს წყალი თხევად მდგომარეობაში.

Gliese 581 მდეობარეობს დედამიწიდან 20 სინათლის წელიწად მანძილზე სასწორის თანავარსკვლავედში. ვარსკვლავი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი: მის სისტემაში ადრე აღმოჩენილი იქნა ოთხი ეგზოპლანეტა, მათ შორის Gliese 581 c მდებარეობს დასახლებული ზონის “ცხელ” საზღვარზე, ხოლო Gliese 581 d — საპირისპირო, “ცივ” მხარეს. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ შესაძლებელია ბოლო პლანეტაზე არსებულიყო სიცოცხლის ნიშნები, თუ განვითარდებოდა ატმოსფერო, რომელიც უზრუნველყოფდა მძლავრს სათბურის ეფექტს; თუმცა ასტრონომების დიდი ნაწილი, ამ ვარაუდს სკეპტიკურად უყურებს.

ახალი ობიექტები აღმოცენილი იქნა მანათობლის 11 წლიანი დაკვირვების შედეგად მირებული ინფორმაციის ანალიზისას, რომელსაც აწარმოებდა ჰავაის ტელესკოპი Keck-ის სპექტომეტრი HIRES რომელიც დაპროექტებულია ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორის სტივენ ვოგტის (Steven Vogt) მიერ, იძლევა ვარსკვლავის სხივის სისწრაფის დადგენის საშუალებას, რომელის პერიოდული ცვლაც მოქმედებს პლანეტის გრავიტაციის ცვლაზე. ” ასეთი ეგზოპლანეტის მოძებნა ძალიან რთულია, — ამბობს ბ-ნი ფოგტი. — სხივის სისწრაფის ყოველი ცვლილება — ეს არის ტელესკოპთან მუშაობის ერთი საღამო, ჩვენ კი 200 გამოთვლა დაგვჭირდა”. ცვლილებების რიცხვის გასაზრდელად (მათმა საბოლოო რიცხვა შეადგინა 238), მკვლევარებმა თავიანთი მონაცემები გააერთიანეს ადრე გამოქვეყნებულ Gliese 581-ის კვლევის შედეგებთან, პროექტ HARPS-ის ფარგლებში.

ასტრონომები ასევე აწარმოებდნენ ვარსკვლავის სისტემატურ პოტომეტრულ დაკვირვებას. ” პოტომეტრია იძლევა იმის დაზუსტების საშუალებას, რომ სხივის სისწრაფის ცვლილება დაკავშირებულია ახლომდებარე პლანეტებთან და არა თვითონ პლანეტის აქტივობასთან”, — ხსნის სამუშაოების სხვა ავტორი გრეგორი ჰენრი (Gregory Henry).

როგორც ზევით ავღნიშნეთ, ერთ-ერთი ახალი პლანეტა, Gliese 581 g, საკმაოდ კარგ ადგილას მდებარეობს: ის მოძრაობს ოვალურისგან ოდნავ განსხვავებულ ოდნავ განსხვავებულ ორბიტაზე და ერთ სრულ შემოვლას ის ასრულებს 36,6 დღეში. ივარაუდება, რომ პლანეტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული შესაბამისად ის მხარე ყოველთვის განათებულია, ხოლო მეორე მხარე ბნელია; არ არის რთული იმის მიხვედრა, რომ სიცოცხლის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების სინათლის და სიბნელის საზრვარზე იქნება. სავარაუდოდ პლანეტის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 31დან-12˚C უნდა მერყეობდეს.

Gliese 581-ის მასა ავტორებმა შეაფასეს დედამიწის 3,1–4,3: ესეთი მონაცემები შეესაბამება “ქვებიან” პლანეტას, რომელსაც ნამდვილად შეუძლია თავისი ატმოსფეროს შეკავება. თუ ჩავთვლით, რომ Gliese 581-ი შინაგანი აგებულგავს დედამიწას, მაშინ მისი დიამეტრი უნდა იყოს დედამიწის 1,2–1,5. სავარაუდოდა, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაც დედამიწის იდენტურია და მდებარეობს იგივე მაჩვენებელზე 1,1–1,7 g.

მეცნიერები ცალკე აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის განვითარებისთვის ვარგისი პლაანეტა აღმოაჩინეს საკმაოდ სწრაფად, და დედამიწისგან არც ისე შორს. “ასეთი ობიექტები რომ ცოტა იყოს, ჩვენი მათი ძებნა დიდ ხანს მოგვიწევდა, ასკვნის ბ-ნი ფოგტი. — მე ვფიქრობ, რომ ისინი გვხვდებიან ყველა პლანეტის სისტემიდან 10-20 პროცენტ შემთხვევაში. გაამრავლეთ ეს მაჩვენებელი ირმის ნახტომის ათობით მილიარდ ვარსკვლავზე – და თქვენ ძალიან დიდ რიცხვს მიიღებთ”.

მეორე ახალი პლანეტა, Gliese 581 f, ნაკლებად საინტერესოა. მისი მასა როგორც მინიმუმ შვიდჯერ აღემატება დედამიწისას, ის ერთ სრულ ბრუნს ორბიტაზე 443 დღეში ასრულებს.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება გამოცემა The Astrophysical Journal-ში; პრეპრინტის გადმოწერა შეიძლება აქიდან.

წყარო კალიფორნიის უნივერსიტეტი სანტა-კრუზში.

3 Responses

  1. იმედი მაქვს რომ არა 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.