საჰაერო დუელი.
ვერტმფრენების სიმულატორი Apache: Air Assault გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა «1С».
თამაში მოსკოვის სტუდია Gaijin Entertainment-ში მუშავდება. პროექტის საზღვარგარეთულ ვერსიაზე (რუსეთის ფარგლებს გარეთ) კომპანია Activision ზრუნავს. პლატფორმების სია — PC, PS3 და Xbox 360.
ყველაფერი ძალიან მარტივია: მოთამაშეს მოუწევს, «XX საუკუნის ა.შ.შ.-ს არმიის საუკეთესო ვერტმფრენის», «აპაჩის» პილოტის როლის მორგება. ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში მრავლად არიან აფრიკელი პირატები, აზიელი მეამბოხეები, კრიმინალი კარტელები…
შემქმნელები აცხადებენ: ეს არ არის ბანალური არკადა, ეს არის რეალური სიმულატორი დახვეწილი აეროდინამიკური მოდელებითა და ლანდშაფტებით, რომელიც შექმნილია კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე დაყრდნობით. თქვენ გჯერათ მათი?
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Hck6RL_Asn0
წყარო «1С».

