სტივ ჯობსი WWDC-ის კონფერენციაზე.

კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლში, მობილურების მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების სტატისტიკა.

ივლისიდან სექტემბრამდე მწარმოებლებმა მოახერხეს 340,5 მლნ ტელეფონისა და სმარტფონის რეალიზება. ეს მაჩვენებელი 14,6%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა 297,1 მლნ ერთეულს.

ფინური ვენდორი Nokia მობილური აპარატების უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. კომპანიამ გაყიდვების რაოდენობა 1,8%-ით, 32,4%-მდე გაზარდა — 110,4 მლნ ერთეული.

მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ კომპანიები Samsung და LG Electronics, შესაბამისად 71,4 და 28,4 მლნ ტელეფონი და სმარტფონი. მათი წილი ბაზარზე — 21,0 და 8,3%.

14,1 მლნ გაყიდული iPhone-ით, კომპანია Apple რეიტინგის მეოთხე ადგილზე მოხვდა. თუ ერთი წლით ადრე Apple-ის წილი ბაზარზე შეადგენდა 2,5%-ს, დღეისათვის ამ მაჩვენებელმა მიაღწია 4,1%-ს. ანალიტიკოსების აზრით, სტივ ჯობსის იმპერიის ასეთი წარმატების მიზეზი, პირველ რიგში, არის iPhone 4.

ხუთეულს ხურავს კანადური Research In Motion, რომელმაც შეძლო 12,4 მლნ «ყურმილის» რეალიზება და ბაზრის 3,6%-ს დაეუფლა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Motorola და Sony Ericsson ხუთეულში ვერ მოხვდა.

წყარო MarketWatch.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.