მეცნიერთა ჯგუფმა პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტიდან, ატმოსფერული კვლევის ნაციონალური ცენტრიდან და მაქს პლანკის სახ. ქიმიის ინსტიტუდიდან გამოიკვლიეს ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს 0,5 და 1 კმ დიამეტრის მქონე ასტეროიდის ოკეანეში ვარდნას.
მეცნიერები ყველაზე ხშირად ამოდელირებენ დედამიწასთან ძალიან დიდი ასტეროიდის შეჯახებას, იმის მსგავსს, რამაც გამოიწვია დინოზავრების გადაშენება, ხოლო შემდეგ კი აფასებენ პირდაპირი დარტყმის შედეგებს: ცუნამი, ატმოსფეროში მტვრის მოხვედრის შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილება და ა.შ. ზემოთ ხსენებულ მეცნიერებს აინტერესებდათ შედარებით პატარა ასტეროიდების 4 კმ სიღრმის ოკიანეში ვარდნის შედაგად გამოწვეული ატმოსფერული ეფექტები.
მოდელირებული შეჯახების შედეგად, თუ დედამიწის ეკვადორს 45˚-იანი კუთხითა და 18 კმ/სთ სიჩქარით დაეცემა ასტეროიდი, გამოიწვევს ატმოსფეროში, 15 კმ სიმაღლეზე 4,4•1012 (500-მეტრიანი ობიექტისთვის) და 4,4•1013 კილოგრამი წყლის მასის ასხმას.
«ატმოსფეროში გაიტყორცნება ოკეანის წყალი, — აცხადებს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ელიზაბეტა პიერაცო (Elisabetta Pierazzo). — ის შეიცავს ქლორს და ბრომს, რასაც შეუძლია ოზონის შრის გახვრეტა». ერთი კილომეტრი რადიუსის მქონე ასტეროიდის ვარდნის შემთხვევაში ოზონის კონცენტრაცია დაიწევს 50%-მდე, რაც გაგრძელდება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სამ წელიწად ნახევარში ორივე ნახევარსფეროში კონცენტრაცია დაეცემა 40%-ზე დაბლა. «ეფექტი, რასაც გამოიწვევს ქლოროფტორნახშირწყალბადი, ოზონის შრის გაქრობის ტოლფასია, — აზუსტებს ქალბატონი პიერაცო. — ცვლილება შეეხება არა მარტო ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსს, არამედ მთლიან დედამიწას».
დაზიანებული ოზონის შრე ვერ შეძლებს ულტრაიისფერი გამოსხივების ეფექტურ ბლოკირებას, რაც დადამიწის ბიოსფეროს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს: დაზიანდება ან საერთოდ განადგურდება მცენარეები, ცხოველები და ადამიანები.
საბედნიეროდ ასეთი ასტეროიდების ვარდნა დედამიწაზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს. «კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ერთ კილომეტრიანი ციური სხეულის დედამიწასთან შეჯახების ფაქტი, — აცხადებს ბელფასტში დედოფლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომელი ალან ფიცსიმონსი (Alan Fitzsimmons). — თუმცა მსგავსი კატასტროფები შორეულ წარსულში ხდებოდა».
კვლევის შედეგების სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალში Earth and Planetary Science Letters.
წყარო Physicsworld.Com.

