უახლოეს მომავალში კომპანია Augen წარმოადგენს GenTouch Latte-ის და GenTouch Espresso-ს სერიების ექვს პლანშეტურ კომპიუტერს.

სიახლე GenTouch Latte-ს აქვს 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი, გარჩევადობით 800×480 პიქსელი, 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, SD-სლოტი, საორინტაციო სენსორი, Wi-Fi-ადაპტერი IEEE 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით და HDMI ინტერფეისი. გაჯეტის ღიერებულება შეადგენს $200.

პლანშეტ GenTouch Latte Grande-ს გააჩნია 7-დიუმიანი ეკრანი, წერტილოვანი გარჩევადობით 800×600. მოდელის არსენალში შედის: 800-მეგაჰერციანი პორცესორი, 2 გბ ფლეშ-მეხსიერება, MicroSD სლოტი, სამღერძიანი გიროსკოპი და HDMI-პორტი. ხოლო სიახლის ღირებულება — $250.

კიდევ — ორი მოდელი GenTouch Espresso და Espresso Firma.

პირველი გაჯეტი აღჭურვილია 7-დიუმიანი სენსორული ეკრანით, გარჩევადობით 800×600 პიქსელი, 1 გჰც სიხშირის Cortex A9 ჩიპით, 8 გბ ინტეგრიებული მეხსიერებით, MicroSD სლოტით, 3-მეგაპიქსელიანი კამერით, მოდულებით Wi-Fi,Bluetooth 2.1 და გიროსკოპით. ხოლო GenTouch Espresso Firma დაკომპლექტებულია 7-დიუმიანი ეკრანით, წერტილოვანი გარჩევადობით 800×480, ორბირთვიანი პროცესორით ბირთვზე 600 მჰც სიხშირით და 2 გბ მეხსიერებით.

დაახლოებით $430 შესაძლებელი იქნება GenTouch Espresso Dolce პლანშეტის ყიდვა 10,2 დიუმიანი (1024×768 პიქსელი) მოცულობითი ეკრანით, Cortex A8 პროცესორით (1 გჰც), 8 გბ ფლეშ-მოდულით, SD/MMC სლოტით, Wi-Fi და Bluetooth 2.1 კონტროლერებით, აქსელერომეტრითა და HDMI ინტერფეისით.

GenTouch Espresso Doppio აღჭურვილია 10,2-დიუმიანი ეკრანით, წერტილოვანი გარჩევადობით 1024×758, 512 მბ. ოპერატიული მეხსიერებით, გიგაჰერციანი ჩიპით, 160 გბ. ვინჩესტერით, 3-მეგაპიქსელიანი კამერით, Wi-Fi მოდულით და წყვილი USB-პორტით. მოწყობილობის ფასი დოკ-სადგურთან ერთად შედაგენს $600, რომელსაც აქვს QWERTY-კლავიატურა.

ყველა მოწყობილობაზე პროგრამულ პლატფორმად გამოიყენება Google Android 2.2 ოპერაციული სისტემა, ხოლო GenTouch Espresso Doppio დამატებით მიიღებს Ubuntu Linux პლატფორმასაც.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.