
აზიმოვის პირველი რობოტექნიკის კანონი იმაში მდგომარეობს, რომ რობოტმა არ უნდა მიაყენოს ზიანი ადამიანს. როგორგ გავიგოთ სად არის აუცილებელი მოთხოვნა და სად ზიანი. როცა იაპონელი მეცნიერები უფრო და უფრო სრულყოფილ რობოტებს ქმნიან ამასობაში მათი კოლეგები სერიოზულად ფიქრობენ მომავალზე.

იმისათვის რომ დაადგინონა ადამიანის ტკივილის საშუალო ზღვარი, სლოვენიელი ინჟინრების ჯგუფი, პროფესორი ბორუტ პოვსეს მეთაურობით ატარებს ექსპერიმენტს, რომელშიც რობოტი სხვა და სხვა ძალით ურტყამს ცდის ექვს მონაწილეს. მას შემდეგ რაც გაარკვევენ რა მაქსიმალური დარტყმის ატანა შეუძლია ადამიანს ისინი დააპროგრამებენ, რობოტს შესაბამისად, რომ არ გამოიყენოს დასაშვებზე მეტი ძალა.
